x
image
კატო ემხვარი
"ღიმილი ხომ ჯიბის ფანარია..."
ჯემალ ქარჩხაძე ყველასათვის ცნობილი ქართველი მწერალი, დრამატურგი და ესეისტია. იგი განსაკუთრებით ნაცნობი და საყვარელია ქართველი მკითხველისათვის და არამარტო. მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ ენაზე.

image

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ციტატებს ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებიდან "მდგმური":


"ეტყობა, ადამიანური ხუთი გრძნობა საკმარისი არაა იმისთვის, რომ ერთმანეთის სივრცეს მივაგნოთ."



"კაცის გულში ჩახედვა კაცს არ ძალუძს, სხვა საზომი კი არ არსებობს. ამიტომ ყველას თავისი სიყვარული და თავისი განცდა ჰგონია უპირველესი და უძლიერესი."


"არა. მიუხედავად იმ სისულელეებისა, რაც აქამდე ჩაუდენია და რასაც ამის შემდეგ ჩაიდენს, ადამიანი მაინც გონიერი არსებაა."


"მიცვალებულებმა კარგად იციან სიცოცხლის ფასი. დიდი-დიდი, თავიანთი წარსული მოაგონდეთ, მოგონება კი სასიამოვნოა. მოგონება მით უფრო სასიამოვნოა, რაც უფრო უსიამოვნო იყო წარსული."


"შეუძლებელია, კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. იმიტომ, რომ სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, აქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია."


"სხვის უპირატესობას რომ აღიარებ, ეს, ალბათ, უკვე ნიშნავს შენს უპირატესობას. ეს, ალბათ, უკვე სანახევროდ მოგებული ბრძოლაა."

image

"მეცნიერებას არ სჯერა, თითქოს ღმერთს თიხისგან გამოეძერწოს ადამიანი და მერე სული შთაებეროს.
იქნებ ეს ერთი იმ შემთხვევათაგანია, როცა მეცნიერება არ ცდება.
იმიტომ, რომ შეუძებელია ყველანი თიხისგან ვიყოთ გამოძერწილი. თიხა საამისოდ მეტისმეტად ბუნებრივი მასალაა."


"სამყაროს დასაბამიდან მამაკაცი ქმნის ყოველივეს. ავსაც და კარგსაც, შხამსაც და მალამოსაც, სიკვდილსაც და სიცოცხლესაც. ქალი კი ბიძგია, ხან შთაგონება, ხან საყრდენი."


"ოდითგან რომ ყველა მამაკაცს გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო, დედამიწა აქამდე ან სამოთხედ იქცეოდა, ან ნამსხვრევებად."


"შეუხედავი ქალები ისე დაბერდებიან, ვერ შეამჩნევ. ლამაზებს კი ბედი არ სწყალობთ: ერთი პაწაწკინტელა ნაოჭი ხელად გეცემა თვალში."


"ქალს სამი სილამაზე ამშვენებს: პირველია დიასახლისობა, მეორე - ხასიათი, მესამე - გარეგნობა."


"ახალგაზრდებს გამოცდილება რაში სჭირდებათ! გამოცდილება მოხუცს უნდა, იმიტომ, რომ ახალგაზრდა აღარ არის."


"ღიმილი ხომ ჯიბის ფანარია, ბნელ ღამეში ყოველ წუთს შეიძლება დაგჭირდეს."





0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0