x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში ძაღლმა სანადირო თოფით მონადირე მოკლა

image

სარატოვის ოლქში ცეცხლსასროლი იარაღის სროლის შედეგად გარდაიცვალა სოფელ დიატლოვში მაცხოვრებელი მონადირე.

image
image

64 წლის სერგეი ტერეხოვი ორ ძაღლთან ერთად სანადიროდ წავიდა, როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდა, მონადირემ ავტომობილის საბარგული გააღო და ძაღლები გამოუშვა, ცხოველებმა ველზე გაინავარდეს და თამაში დაიწყეს, ამ ანცობის დროს ერთ-ერთი ძაღლმა მიწაზე კონდახით დადებულ სანადირო თოფს, ТОЗ-34-ის ჩახმახს შემთხვევით თათი გამოსდო, გასროლილი ტყვია მონადირეს მუცელში მოხვდა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ საათში გარდაიცვალა.

ინციდენტი 21 იანვარს დილით მოხდა, შემთხვევას სამართალდამცავები იკვლევენ, ჯერჯერობით სხვა გარემოებები არ იკვეთება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტრაგედია მოხდა 2015 წელს, პერმის ოლქში, როდესაც ხეზე მიყუდებულ თოფს ძაღლი შემთხვევით გამოედო, გასროლილი ტყვია 35 წლის მონადირეს, ვალერი სოლომატოვს ყელის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

imageფოტოზე: ვალერი სალამოტოვი, რომელიც 11 წელი ნადირობდა და პროფესიონალ მონადირედ ითვლებოდა.

image

2017 წლის დეკემბერში როსტოვის ოლქში, აზოვის ტყეში მონადირეს პოლიციელი(ისიც სანადიროდ იყო გამოსული) ტახი ეგონა და ესროლა, რის შედეგადაც ადგილზე მოკლა, თავიდან 38 წლის მამაკაცი შეშინდა, მოკლულის გვამი ავტომობილის საბარგულში ჩადო და უკაცრიელ ადგილზე გადამალვა სურდა, თუმცა ბოლო მომენტში სინდისის ქეჯნამ შეაწუხა და თავის ფეხით მიაკითხა პოლიციას.

2017 წლის ნოემბერში ბაშკირეთში, პროკურორი და მოსამართლე კიდევ ორ კოლეგასთან ერთად შველზე სანადიროდ წავიდნენ, რა დროსაც პროკურორმა შემთხვევით გასროლი ტყვიით 41 წლის მოსამართლე მოკლა.

0
89
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0