x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ბიბლუსი" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ გრანდიოზულ ლიტერატურულ ტურნეს იწყებს!

image



2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსისთვის“ საიუბილეო წელია. ქართველი მკითხველის საყვარელი კომპანია 10 წლის ხდება. „ბიბლუსი“ ამ თარიღთან დაკავშირებით ერთგულ მომხმარებელს უამრავ სიახლესა და სიურპრიზს პირდება.



პირველი საინტერესო საჩუქარი კი ბიბლუსის გრანდიოზული ლიტერატურული ტურნეა საქართველოს მასშტაბით. 2018 წლის განმავლობაში ბიბლუსი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თანამედროვე ქართველი მწერლების მკითხველთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიცნონ საყვარელი მწერლები, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია მათი ნაწარმოებების შესახებ, გაესაუბრონ მათ სხვადასხვა საინტერესო თემაზე და ისარგებლონ სპეციალურად ამ ღონისძიებების განმავლობაში არსებული


სპეციალური შეთავაზებებით.
ტურნე სტარტს 26 იანვარს თელავიდან აიღებს, სადაც მკითხველს შეხვდებიან სახალხო ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულები: ელის დოჯსონი და თათული ღვინიანიძე.



„ბიბლუსისთვის“ 2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, 10 წლის ვხდებით და გვინდა, რომ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყოს ეს წელი ჩვენი მკითხველისთვის. სხვა ბევრ საინტერესო ღონისძიებასთან ერთად წლის განმავლობაში რომელიც მკითხველს ელოდება, ბიბლუსი იწყებს დიდ ლიტერატურულ ტურნეს, ღონისძიების ფარგლებში ქართველი მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატორები ესტუმრებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და შეხვდებიან ადგილობრივ მკითხველებს, მოეწყობა წიგნების პრეზეტნაციები და განხილვები. ვფიქრობთ, ლიტერატურული ტურნე კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს წიგნის პოპულარიზაციას და მკითხველისგანაც ველოდებით ჩართულობას. – თიკო ფეიქრიშვილი, „ბიბლუსის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

„ბიბლუსის“ პირველი მაღაზია 2008 წელს თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე გაიხსნა. სწორედ ეს პატარა მაღაზია გახდა საფუძველი საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელის შექმნის, რომელიც 10 წლის შემდეგ 57 ფილიალს აერთიანებს სხვადასხვა რეგიონში და ემსახურება ერთ მიზანს: წიგნის კითხვა კიდევ უფრო პოპულარული გახადოს ქართველ მკითხველში. სწორედ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საფეხურია 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული დიდი ლიტერატურული ტურნე საქართველოს მასშტაბით, რომელიც მკითხველს საყვარელი ავტორის გაცნობის საშუალებას აძლევს.

0
19
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0