x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 საინტერესო ფაქტი Amazon.com-ის შესახებ და ახალი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის


image

ინტერნეტმაღაზია Amazon.com ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ საწყისად ითვლება. დღეისათვის, ონლაინ კომერცია ეტაპობრივად ანაცვლებს ტრადიციული გაგებით ვაჭრობას რამდენიმე უპირატესობის გამო. მას გაცილებით ნაკლები ფიქსირებული ხარჯი აქვს, არის მოსახერხებელი, პრაქტიკული და ნაკლები დროითი დანახარჯი სჭირდება. მსოფლიო მასშტაბით, 2017 წლის მონაცემებით, 1.71 მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა ონლაინ ვაჭრობით და ამავე წლის მსოფლიო ფინანსური მონაცემებით, ნავაჭრის წლიურმა ოდენობამ 2.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. სტატისტიკური გათვლებითა და ვარაუდებით, 2020 წლისათვის ეს ციფრი 4.06 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.


გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს Amazon.com-ის შესახებ, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის ლიდერია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.



  • ინტერნეტმაღაზია Amazon.com 1994 წლის 5 ივლისს შეიქმნა. საზოგადოების ნაწილი მას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა კომპანიის განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ 1999 წელს Amazon ყველაზე საინტერესო და მდიდარ კომპანიად მიიჩნეოდა, ხოლო დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანადდაასახელა. მას შემდეგ კომპანიის ზრდა არ შეჩერებულა.
  • 1994 წელს ჯეფ ბეზოსმა მოულოდნელად მიატოვა სამსახური, მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკიდან ფორთ ვორში გადავიდა, იქედან კი ბალვიუში გაემგზავრა, რომ დაეფუძნებინაAmazon.com. ინტერნეტ მაღაზიის პირველი მისამართი ბეზოსის ავტოფარეხი იყო, ხოლო კაპიტალი – მამისგან მიღებული 300 000 დოლარიანი ჩეკი.
  • ჯეფ ბეზოსს თავდაპირველად კომპანიისთვის Cadabra-ს დარქმევა უნდოდა, რაც abracadabra-ს შემოკლებული ვარიანტი იქნებოდა. თუმცა მან საბოლოო არჩევანი Amazon-ზე შეაჩერა 2 მიზეზის გამო. მდინარე ამაზონი მსოფლიოში უდიდესია აუზითა და წყალუხვობით. მეორე მხრივ კი, სახელწოდება ანბანის პირველ ასოზე იწყება და ამით დამფუძნებელმა უზრუნველყო, რომ მისი კომპანია ალფაბიტის მიხედვით დალაგებული ვებსაიტების სათავეში მოექცეოდა ხოლმე.
  • ჯეფ ბეზოსის ავტოფარეხში დაფუძნებული Amazon.com. დღეს მსოფლიოში წამყვანი ელექტრონული კომერციის კომპანიაა, 20 ათასიანი თანამშრომელთა გუნდითა და 20 მილიარდიანი დოლარის წლიური ბრუნვით, ინტერნეტ-მაღაზიებით ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ჩინეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, გამორჩეული საუკეთესო სერვისითა და პროდუქტთა მრავალფეროვნებით. სრული სავაჭრო მოცულობით, ის დაახლოებით მსოფლიოში მოხმარებული საქონლის ერთ მესამედ ნაწილს მოიხმარს.
კომპანიამ წამყვანი პოზიციები საფონდო ბირჟაზე დაიკავა და აშშ-ის ისტორიაში იმ ოთხ კომპანიას შორის შევიდა, რომელთა აქციების ფასმა ამერიკის საფონდო ბირჟაზე 1000 დოლარიანი ნიშნული გადალახა. დღევანდელი მონაცემებით, 1 აქციის ფასი 1162 დოლარია.
  • ”ფორბსის” პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი პირველ პოზიციას იკავებს 111, 2 მილიარდი აშშ დოლარით, ეკონომიკის ექსპერტებმა მას მსოფლიოს პირველი ტრილიონერობაც კი უწინასწარმეტყველეს.image
  • Amazon-ის ახალი პროგრამის - Amazon FBA-ს საშუალებით, ნებისმიერფიზიკურ პირს და მცირე მეწარმეს შეუძლია იაფად მოიძიოს ან დაამზადოს პროდუქცია და გაყიდოს ამაზონზე, შესაბამისად შემოსავალი მიიღოს ამერიკულ ვალუტაში. ამ საქმიანობას ასევე მოიხსენიებენ როგორც „ბიზნესი სამსახურთან ერთად“. საქართველოში შეიქმნა კომპანია Amazon export hub, რომელიც მსურველებს Amazon-ზე პროდუქციის გაყიდვაში ეხმარება. კომპანია საქართველოს მოქალაქეებს სრულ სასწავლო კურსს სთავაზობს, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება. კურსი მოიცავს რეგისტრაციის პროცესის პრაქტიკულ განხორციელებას, ბაზრის ანალიზს, ლოჯისტიკასა და კოდების სისტემაში დახმარებას, საწყობების კონტროლსა და განთავსებული განცხადების (“ლისტინგის") საძიებო სისტემაში წინა პოზიციებზე წაწევას (SEO, დარანკვა). კომპანიის დამფუძნებელია ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი ვინც გამოცდილება გერმანიასა და უკრაინაში მიიღო და მზად არის ცოდნა გაუზიაროს ნებისმიერ მსურველს.
  • მილიარდელის ავტოფარეხიდან პირველი ნივთი - წიგნი 1995 წელს გაიყიდა და ეს იყო Fluid Concepts & Creative Analogies.
  • Amazon-ის ლოგოზე ისარი a-დან მიმართულია z-ისკენ, ანბანის პირველი ასოდან ბოლოსკენ, რაც ნიშნავს რომ ”ამაზონზე” ყველასთვის ყველაფრის ყველგან ყიდვაა შესაძლებელია,
  • Amazon-ის ყველა თანამშრომელი, მათ შორის თავად ჯეფ ბეზოსი ყოველ 2 წელში 2 დღეს კლიენტთა მომსახურების მაგიდასთან მუშაობს.
  • Amazon-მა შექმნა პირველი ელექტრონული წიგნის წამკითხველი Amazon Kindle, რომელმაც წიგნის კითხვის პროცესი მნიშვნელოვნად შეცვალა და ელექტონულად კითხვის მოყვარულთა რაოდენობა გაზარდა. პირველი თაობის Kindle 2007 წლის 19 ნოემბერს გამოვიდა და 399 აშშ დოლარად გაიყიდა.
  • პროექტის პარტნიორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.


    0
    67
    2-ს მოსწონს
    ავტორი:intermedia.ge
    intermedia.ge
    Mediator image
    Mediator image
    67
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0