x
მეტი
  • 17.08.2018
  • სტატია:79521
  • ვიდეო:332279
  • სურათი:436759
რუსთავი და რუსთაველები უნიკალურ ფოტომატიანესთან ერთად

image

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1944 წელს რუსთავში დაიწყო მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა, რომელიც ნაწილობრივ ამუშავდა 1947 წლიდან, ხოლო სრულად ექსპლუატაციაში შევიდა 70 წლის წინ.

1948 წლის 19 იანვარს რუსთავში დაიწყო ახალი, თანამედროვე მეტალურგთა ქალაქის მშენებელობა, სწორედ ეს თარიღი ითვლება განახლებული რუსთავის დაბადების დღედ.
image

რუსთავი უძველესი ქალაქია, ამას ადასტურებს როგორც არქოლოგიური გათხრები, ასევე ლეონტი მროველის ორი ცნობა "ქართლის ცხოვრებიდან", რის მიხედვითაც დასტურდება, რომ ძვ. წ. IV საუკუნეში რუსთავი უკვე ქალაქია.იტორიული ცნობების თანახმად, დიდი პოეტი შოთა რუსთაველი რუთავიდან იყო.

image

საბედისწერო აღმოჩნდა რუსთავისთვის XIII საუკუნე, როდესაც 1265 წელს ბექა-ყაენის ლაშქრობის შემდეგ, რუსთავმა არსებობა შეწყვიტა.ასე გაგრძელდა XX საუკუნის ორმოციან წლებამდე, ოდესღაც აყვავებულ ქალაქისაგან მხოლოდ ქალაქის ციხის ნანგრევები იყო შემორჩენილი.

1944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა. პარალელურად საფუძველი ჩაეყარა ახალი ქალაქის მშენებელობას.

imageimage
ფოტოებზე: რუსთავის მშენებლობის დაწყება-1944 წელი




რუსთავში ამჟამად 125 000 კაცი ცხოვრობს და სიდიდით რიგით მეოთხე ქალაქია საქართველოში, ხოლო საბჭოთა პერიოდში რიგით №2 სამრეწველო ცენტრი იყო თბილისის შემდეგ, აქ ფუნქციონირებდა 90 დიდი და მცირე საწარმო, მათ შორის მეტალურგიული ქარხანა, აზოტის, ქიმბოჭკოს, ამწემშენებელი, ლითონკონსტუქციების და სხვა, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საწარმოების უმეტესობა განადგურდა ან ნაწილობრივ ფუნქციონირებს.

დღეისთვის რუსთავში გახსნილია ავტობაზრობა, რომელიც ყველაზე დიდია ამიერკავკასიაში.

imageimage
image

imageimageimage
image


image

imageimage
image


imageimage
ფოტოზე:რუსთავი გასული საუკუნის 50/60 იანი წლები





1968 წელს ანზორ ერქომაიშვილის თაოსნობით აქ დაარსდა ხალხური სიმღერის და ცეკვის ანსამბლი "რუსთავი", რომელმაც სახელი გაუთქვა ქართულ კულტურას მთელს მსოფლიოში.

ცალკე აღსანიშნავია რუსთავის დრამატული თეატრი, სადაც მოღვაწეობდნენ ისეთი სახელოვანი მსახიობები, როგორებიც იყვნენ(ან არიან) ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, რევაზ და ია ხობუა, ქეთევან კიკნაძე, ლეო ანთაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, გივი ბერიკაშვილი, ზაზა ლებანიძე და სხვები.

image

imageimage
image
ფოტოზე:რუსთავი 80-იან წლებში

ქალაქ რუსთავიდან არიან ისეთი ცნობილი სპორტსმენები, როგორიცაა ანატოლი და ვლადიმერ ბოისა და თანამედროვე საქართველოს სექს-სიმბოლო შორენა ბეგაშვილი.

image

image

image

image

image

image

image

imageფოტოებზე:თანამედროვე რუსთავი

4
194
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
194
  
23 იანვარი, 23:17
აუცილებლად მოვინახულებ...როგორც კი დრო მექნება.
23 იანვარი, 20:03
ძალინ ლამაზი ,კოპწია და სუფთა ქალაქი.....საქართველოს ქალაქებში პირველ სამეულში შევიყვანდი
23 იანვარი, 0:16
სამწუხაროდ, რუსთავში არასოდეს არ ვყოფილვარ :(
23 იანვარი, 0:15
ძალიან საინტერესო მიმოხილვა იყო.
0 1 4