x
image
ღიმილიანი
ავეჯის მაღაზიაში დასმული შეკითხვები

imageსოც. ქსელში გამოქვეყნდა ძალიან სახალისო ინფორმაცია, ავეჯის მაღაზიაში დასმული შეკითხვები, რომლის ავტორიც გახლავთ თამუნა მამუჩიშვილი და პოსტს უცვლელად გთავაზობთ.



1. -თქვენი პირადი ნომერი მინდა ზედნადებისთვის
- სახლის თუ მობილურის?



2. გარდიროფი გაქვთ?



3. -ეს ყველა ერთი სტრუქტურაა?
-ანუ?
-ერთნაირებია?
-ფაქტურას გულისხმობთ?

-ნაჭერს რა

-არა, სხვადასხვანაირებია


4. -კუთხის დივანი მინდა დამატებების გარეშე
-რა დამატებების
-აი ეს გვერდები რომ არ ქონდეს
-ეგ როგორ?
-მარტო კუთხე რომ იყოს აი კუთხის სავარძელი რა.


5. -თქვენი სახელი?
-უშუალოდ ჩემი?


6. -ბუფები გაქვთ? (პუფები)


7. -გოგონი დაბალ მაგიდას ვეძებ მაღალ ფეხებზე რომ იდგას, სად ვნახო?



8.- თქვენთან ავეჯი გაცვლით არის?


9. -2000 ლარიანი ტროიკა გაქვთ?
-დიახ გვაქვს
-და რა ღირს?


10. -წიგნიც მოყვება მაგიდას?


11. -სიგრძე რამდენი აქვს?
-2.2, რამდენი გაქვთ ადგილი?
-2.24 ზუსტად მაგრამ გაჭირვებით ჩავატევთ
-ვერ ჩაატევთ დიდია
-ჩავატევ რამენაირად.
-დივანია ქალბატონო ფეხი ხომ არ არის?
-გვერდები რბილი აქვს და ჩაეჭეჭყება


12. -ცოტა გრძელი დივანი მინდა
-რამხელა დაახლოებით?
-ჭერი მაქვს 3.40

(ადეკვატური პასუხი -აყირავებულად დგამთ დივანს? არა კაცო )



13. -ეს რა ზომაა?
-2.48
-შანსი არაა
-არის
-ვაა არ არსებობს
-ზუსტად ვიცი და როგორ არ არსებობს?
-მოიტა აბა გაზომე
(გავზომე, ნახა თავის თვალით)
არა ტო არ არსებობს
-ხომ ნახეთ თქვენი თვალით?
-ხო მარა შანსი არაა ტოო მაგხელა არ იქნება და სავარძლები?
-1.15
-მეღადავები ხო?
-გავზომავ და ნახეთ
-ვახ ჩემი კარგიც მ....... თვალი მატყუებს?
-აშკარად გატყუებთ
-რატო ყიდით აფერისტ რაღაცეებს ტოოო



14. -რა უბანში გნებავთ მოტანა?
- მეტროსთან
-სად მეტროსთან?
-მაგალითად გლდანის მეტროსთან


15. -ეგ მოდელი ყვითელი ფერიც გვაქვს
-ყვითელი რა ფერია?


16. -გამარჯობა, ეს პადვალია თუ მეორე სართული?



17. -3300 რომ აწერია ეს რა ღირს?
-3300
-აა, უი აწერია



18. -ეს მოტყავო ელემენტია ხო?



19. -თქვენ ავადმყოფებზე ფასდკლება არ გაქვთ?



20. -კონცეფცია რკინაა?
-დიახ, კონსტრუქცია რკინაა.



21. -აქ ვინმე მუშაობს?



22. -თქვენ სპალნის დესაუ არ გაქვთ ხო ცალკე?



23. -ნაჭრელებლებიანი დივანი არ მინდა.



24. -და კარადას პამპრესორი აქვს? (ანტრესორი)



25. -ეს მაგიდა ხეა ხო?
-არა
-ხო მეც ეგრე ვიფიქრე რომ ლამინატი იქნებოდა



26. - თქვენთან ფასიანებია?


27.კარებები სად ვნახო?



28. -სავიზიტო ბარათი გაქვთ?
-დიახ, მოგცემთ
-ნომერიც მიმიწერეთ რა უკან რომ დაგირეკოთ



29.-ეს რა ზომაა?(დივანი)
-2.30
-ეგ რამხელაა?



30. მოყვითალო მოწითალო სავარძელს ვეძებ...


1
164
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
164
  
22 იანვარი, 14:14
ვიხალისე))))))))
0 1 1