x
image
კატო ემხვარი
ცნობილი ადამიანები განათლებაზე
"განათლება - ორლესული იარაღია, რომელის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს." / იაკობ გოგებაშვილი /

image
"განათლება ადამიანს ღირსებას მატებს, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონობისთვის დაბადებული არ არის." / დენი დიდრო /


"განათლება - აი, გზა ბედნიერებისაკენ!" / ბესარიონ ბელინსკი /


"განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ცუდს უარესად აქცევს." / თომას ფულერი /



"განათლება უნდა იყოს რეალური, სრული, ნათელი და გამძლე." / იან ამოს კომენსკი /


"განათლების დევიზია: ეცადე ისარგებლო საკუთარი ჭკუით." / იმანუელ კანტი /


"განათლებული ადამიანი არის ის, რომელმაც იცის თავისი დანიშნულება და, რამდენადაც ძალუძს, ვდილობს შეასრულოს ის." / ლევ ტოლსტოი /


"განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც მკვდართა და ცოცხალს შორის." / არისტოტელე /


"გსურთ აღმოფხვრათ დანაშაულებანი? გაავრცელეთ ხალხში განათლება. " / ვიქტორ ჰიუგო /


"ცივილიზაციის ისტორია შეიძლება გამოითქვას ექვს სიტყვაში : რაც მეტი იცი, მით მეტი შეგიძლია." / ედმონ ფრანსუა აბუ /


"ცივილიზაციის წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული." / ჰენრი ტომას ბოკლი /


"განათლება ადამიანის გონებიდან განდევნის ველურობას, ბარბაროსობასა და სისასტიკეს; თუმცა კნინი და ზერელე განათლება სრულიად საპირისპირო შედეგების მომტანია." / ფრანსის ბეკონი /


"კაცობრიობის განათლება დამოკიდებულია ახალგაზრდა თაობის განათლებაზე." / ნიკოლაი ჩერნიშევსკი /


"განათლებული ადამიანი მუდამ მაღლდება გონებაში და შორსმჭვრეტელობაში, გაუნათლებელი ადამიანი კი მუდამ ქვევით ეშვება უვიცობასა და სიბნელეში." / ჩინური სიბრძნე /


"განათლება არს უმტკიცესი და უსაიმედოესი საფუძველი კეთილმდგომარეობისა ყოვლისა საზოგადოებისა." / სოლომონ დოდაშვილი /


"რაში მდგომარეობს ჩვენი ხალხის ბედნიერება? მხოლოდ ერთს განათლებაში, რომ ჩვენი ხალხი ზნეობით ამაღლდეს." / აკაკი წერეთელი /


"ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას." / ილია ჭავჭავაძე /







0
659
3-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0