x
image
მაიკო ქავთარაძე
რა თვისებები გამოარჩევთ მერწყულებს?

ასტროლოგების აზრით ყველაზე ექსცენტრიკული პლანეტაა ურანი, რომელიც მერწყულს მართავს. ურანის თავისებურებები, სხვა პლანეტებისაგან რომ გამოარჩევს, ნამდვილად გამოგვადგება მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების დასახასიათებლად.

image მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი, ასტროლოგიურად რომ ვთქვათ იგი უძლეველია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს; მეორე იმიტომ, რომ ეს ადამიანები ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევიან; მესამე-მისი სიცოცხლე თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისაგან, რაც სხვა ნიშნებს მიზნის მიღწევაში უშლის ხელს. არაა გასაკვირი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა წარმატებები; დავასახელოთ ზოგიერთი მათგანი: აბრაამ ლინკოლნი, რუზველტი, ლორდი ბაირონი, როკფელერი...

image მერწყული, ჩვეულებრივ, გამომგონებელია, მას ხშირად ისეთი რამ აინტერესებს, რაც სხვას უცნაური და უჩვეულო ეჩვენება. ის ხშირად წინ უსწრებს თავის ეპოქას, განვითარებული აქვს ინტუიცია, წარმოსახვა და შორსჭვრეტა...

image ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად ცივი და უსულგულო ეჩვენებათ, რადგან მას განდგომა ახასიათებს, სინამდვილეში იგი ურიგებს თავის საკუთრებას-წყალს მთელ კაცობრიობას. მას უყვარს ადამიანების დახმარება, თუმცა მისი კეთილშობილებით შესაძლოა, ბოროტადაც ისარგებლონ.

არაჩვეულებრივი ინტელექტი აქვს და ადვილად იძენს ცოდნას, განათლებას; მაგრამ ნიჭიერების მიუხედავად, არ ცდილობს სხვებს თავისი უპირატესობა აჩვენოს.

სიყვარულში ძალიან უღალატო და ერთგული ნიშანია, თუმცა ყოველთვის თავშეკავებულია და არ ცდილობს თავისი გრძნობები ყველას გაუმჟღავნიოს!

image

ასევე, საინტერესოა:

რა ელით მერწყულებს 2018 წელს?

10 ნიშანი იმისა, თუ რატომ არ უნდა დავკარგოთ ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი!

რა თვისებები ახასიათებთ თხის რქებს?

რა გამოარჩევთ მშვილდოსნებს სხვა ნიშნებისაგან?

რა ელით მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს?


0
649
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0