x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ის, რომ მარიხუანა უვნებელია, არ დასტურდება - მეცნიერების საგანგაშო დასკვნა

image


ის, რომ მარიხუანას ერთჯერადმა მოწევამ შეიძლება ვინმესთვის უპრობლემოდ ჩაიაროს, არ ნიშნავს, რომ მისი მოხმარება არ ქმნის რაიმე სერიოზულ რისკს. მეცნიერების მტკიცებით, ერთმა მოწევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზის მაგვარი მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობითი და სმენითი მოჩვენებები და შიშები. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მარიხუანას უვნებლობის შესახებ არანაირი დამამტკიცებელი დებულებები არ არსებობს.
როგორც ბოლო კვლევებმა დაადასტურა, მარიხუანას მოწევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შედეგი ფსიქიკური აშლილობებია, მათ შორის, შიზოფრენია, რომელიც განსაკუთრებით მოზარდებში ვითარდება. „ჰაშიშური ფსიქოზი“ ხელს უწყობს შიზოფრენიის განვითარებას.
მაირიხუანას მოხმარება ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდ კი – თავის ტვინის შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. ამ ცვლილებების ზეგავლენით კი, ქვეითდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი, მცირდება ტვინის უჯრედების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობს აზროვნების ყველა პროცესში, აზროვნება ნელდება, აღქმა მოშლილია. დროში გახალგრძლივებული მოხმარება მამაკაცებში პოტენციის დაქვეითებას იწვევს.
მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მარიხუანას აბსოლუტური უვნებლობის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.
0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0