x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რაში ამხელს საქართველოს ჯარისკაცი დღევანდელ მთავრობას?
ავთანდილ კემულარია

image

დაიბადა ქალაქ რუსთავში წარმოშობით აბაშიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის პროფესიულ არმიაში 2006 წლიდან 2013 წლამდე, 13 თვე იმსახურა ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში. მის სოციალურ ქსელს თუ ესტუმრებით ხშირად ნახავთ პოსტებს საქართველოზე შეყვარებული თუ როგორ ხშირად აკრიტიკებს დღევანდელ მთავრობას უმოქმედობაში დებს ბრალს

image
, დღევანდელ მათავრობას რუსეთის მე5 კოლონად მოიაზრებს.

მან ასევ დღევანდელ მთავრობას და მათ მოკავშირეებს სტატია მიუძღვნა მაგრამ უშედეგოდ არცერთმა ტელევიზიამ თუ ინტერნეტმედიამ ყურადღება არ მიაპყრო.


image


პატარა ყმაწვილი ვიყავ, როცა დედულეთში ფხოვში, ბიძას ხანჯალს მოვპარავდი და ეზოს უკან ჭინჭრებს დავერეოდი ხოლმე, ვითომ ''ყიზილბაშები'' იყვნენ. მიყვარდა საქართველოს ისტორიის კითხვა, გმირობისა და რაინდობის, მხნეობისა და შეუპოვრობის. თუმცა როგორც მთას მიჰყვება დაღმართი, ისე ფეხდაფეხ სდია ჩვენს ცხოვრებასაც გაუტანლობამ, შუღლმა და ღალატმა. სწორედ ამ თემაზე მინდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა:

...მოგეხსენებათ, რუსეთის სპეცსამსახურებს კარგად ყავთ ადამიანები შესწავლილი და იციან, რომ თუ ადამიანის სახელს გასტეხ, მისი ფიზიკური ლიკვიდაცია საჭირო შესაძლოა არც გახდეს. მიუხედავად ამისა, მათივე გამონათქვამია: არ არის კაცი, არ არის პრობლემა.და, სწორედ ასეთი მეთოდებით ებრძოდნენ ისინი ილია ჭავჭავაძეს, უწერდნენ საგაზეთო პუბლიკაციებს თუ როგორი ''ავი ბატონია'', რომ თავის ყმებს სასტიკად ექცევა...
ეს ვიღაცა გლეხუჭა ბერბიჭაშვილებმა დაიჯერეს და თოფიც ჰკრეს წიწამურთან. ასევე გაუვრცელეს ქაქუცა ჩოლოყავშვილს, თითქოს ყაჩაღი იყო, ასევე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას აბრალეს ავაზაკობა.

ვიღაც გლეხუჭა გიგა არველაძემაც დაიჯერა და ზვიადის ზარბაზნები ესროლა, ასევე გლეხუჭა თენგიზ კიტოვანთან ერთად.

სინამდვილეში ჩახედულმა და მოაზროვნე ადამიანებმა, ფაქტებზე დაყრდნობით, იციან, რომ ილიას მკვლელობის უკან, ერთიანი სოციალისტური ბანაკის განშტოება, უმცირესობა ე.წ. მენშევიკები იდგნენ, რათქმაუნდა უმრავლესობა-ბოლშევიკებთან ერთად. ისევე როგორც ზვიადის და მასთან ერთად მკვლელობის უკან იდგნენ ედუარდ შევარდნაძე და რაღათქმაუნდა მისი აღმატებულება კრემლი. და აი, თანამედროვე ეპოქაში, რუსეთი დიდის მონდომებით აგრძელებს იგივე მეთოდებით ბრძოლას, რაზეც უკვე სწუხან ისეთი დიდი, ძლიერი და ცივილიზებული ქვეყნები როგორებიც არიან აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი.. რუსული პროპაგანდისტული მანქანის ქართულენოვანი თვალსაჩინო გამოცემა კი არის ასავალ-დასავალი.
რომელთა მესვეურებიც, მარალფარდოვანი სიტყვებით, ქართულ ეროვნულ თემებზე აპელირებით ცდილობენ ქართველი ადამიანების გრძნობების გაღვივებას მათ სასარგებლოდ, რასაც რათქმაუნდა იყენებენ თავისი ბოროტი განზრახვებისათვის. მოგეხსენებათ, ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ თუ ეჯავრება ვინმე, მისი ოქროც არ უნდა, ხოლო თუ უყვარს, მისგან ''უფასო ფულებსაც'' კი დაიჯერება . აკი ზემოთ ვახსენე კიდეც, რუსებს კარგად ყავთ შესწავლილი ადამიანი და სწორედ ამ ორი მიმართულებით მუშაობენ პარალელურად. განა ოდესმე გსმენიათ რაიმე აუგი სადმე გამოქვეყნებულიყო ან ნოე ჟორდანიაზე, ან ფილიპე მახარაძეზე, ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილზე? ამ უკანასკნელს საგულდაგულოდ მალავდა რუსი, არავინ იცოდა მისი ჰაბიტუსიც კი, მითუმეტეს მსოფლმხედველობა, ინტელექტი და განათლება, სამაგიეროდ იქმნებოდა ლეგენდები, რომ თითქოსდა ის არის ქველმოქმედი, რომ თავისით დააგროვა ქონება რუსეთში. ანუ სად, სადაც სპეცსამსახურების გარეშე ჩიტი ვერ გაჭაჭანდება? ამ უინტელექტო ხიხომ დააგროვა მილიარდები? აი რატომ მალავდნენ საჭირო დრომდე და ავრცელებდნენ მხოლოდ კარგს მასზე.
ამის პარალელურად კი შექმნეს ლეგენდა ''სასტიკ, დანაშაულებრივ რეჟიმზე''.
რომელიც რაღათქმაუნდა ამ ''ქველმოქმედმა'' ჩაანაცვლა.

დაა, აი აქ დაიწყო მძლავრი რუსული პროპაგანდის გაათმაგებული მუშაობა, თუ კომუნისტების აქციები, თუ სტალინის სურათების გამოფენა, თუ რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლება და პოლიტპატიმრის სტატუსები და მერე მათგან ლექციების ჩატარება: ''დასავლური საფრთხეები''.

სწორედ ერთერთ მათგანზე მინდა მოგახსენოთ:
არის ვინმე ტრისტან წითელაშვილი, 1993 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში, მეთაურობდა ქართულ ბატალიონ ''ავაზას''.
ამ ბატალიონმა, დიდი დანაკარგი განიცადა, ხოლო ეს ტრისტანი ''გადარჩა''. და უფრო მეტიც, იგი დღეს გვევლინება რუსეთის აქტიურ მხარდამჭერად.
ატარებს აქციებს, სადაც გამომსვლელები ღიად აცხადებენ, რომ ისინი არიან ''პატარა სტალინები'' და რომ ყველას დაგვხოცავენ ვისაც რუსეთი არ გვინდა.

დიახ, არ გეჩვენებათ, სწორედ ასეთი ადამიანი გაათავისუფლა საქართველოს მმართველმა რუსმა ოლიგაქრმა, თანაც პოლიტპატიმრის სტატუსით.

და ეს არ არის ყველაფერი-ეს უხსენებელი ტრისტანა, 90-იანი წლების ბოლოს, ჟურნალისტური გამოძიება ''60 წუთის მიერ'' მხილებული იქნა იარაღით ვაჭრობაში. ეს ინფორმაცია იუთუბზეც შეგიძლიათ ნახოთ. ხოლო 2008 წლის აგვისტოში, ხელმეორედ იქნა მხილებული და დაპატიმრებული. ...დიახ, სწორედ ეს რუსულ პატივში მოგანგალე გვამი, 2014 წელს, აქვეყნებს სტატიას, ზემოთნახსენებ, უხსენებელ გამოცემა ასავალ-დასავალში, რომ თითქოსდა მისი დაკავებისას 2008 წლის აგვისტოში, მე(ავთანდილ კემულარია) მას დავხვდი გლდანის ციხეზე ზონდერ ჯგუფში და მას და სხვა პატიმრებს ვაწამებდი. ხომ ხვდებით, რომ არავის გაახსენდებოდა ერთი კონკრეტული პიროვნება და მისი დისკრედიტაცია, რომ არა მისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის, მისი ოკუპაციის წინააღმდეგ?! და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს სამოქალაქო სამართლის კოდექსი, მისი მუხლი #18 პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე, ჩემს მიერ შეტანილი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა და თქვა რომ ეს არისო სიტყვის თავისუფლება.
თავად ამ სასამართლოზე ოდნავ მოგვიანებით. საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთერთი მუხლი ნათლად ამბობს:
101. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ
1. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია,
რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის
სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. მიუხედავად ამისა, რუსი ოლიგარქის პროკურატურა, არც შსს, გამოძიებას ცოცხალი თავით არ იწყებენ, რადგანაც აქ უკვე გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 373.

ცრუ დასმენა
1. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.


2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.


3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით;
ბ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. დიახ, რათქმაუნდა არავის არ უნდა ამ ხელისუფლებაში, რომ რუსეთის მოტრფიალე ტრისტანი იქნას მხილებული ცრუ დასმენაში. ეხლა კი სასამართლოზე- ჯერ ხომ სამი წელიწადი გაწელა მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ, ძალიან ბევრი აბდაუბდაც იბჟუტურა სხდომებზე. ერთხელ საქმე მხოლოდ იმიტომ გადადო რომ მომეტანა ცნობა, თუ სად ვმუშაობდი 2006 წლამდე. მაშინ როცა საქმე ეხებოდა 2008 წელს.
ხომ გესმით რა მასკარადი იყო ამ სხდომებზე? შემდეგ კი განჩინება ჩამაბარა არც მეტი არც ნაკლები მეოთხე თვეს. დიახ, არც ეს მოგეჩვენათ, ივლისში გამოტანილი განჩინება, ჩამაბარეს ნოემბერში.სადაც წერია, რომ თურმე დაბრალება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ჯგუფურის, დამამძიმებელ გარემოებებში, ყოფილა სიტყვის თავისუფლებაო. და ეს არ არის ყველაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს იმისა, რომ მე ოდესმე ტრისტანას სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, განჩინებაში წერია რომ თურმე მიმიყენებია.



არადა ჩემ მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანდა ჩვენი შეხვედრა რუსეთის საელჩოსთან, სადაც ეს უხსენებელი გვამი აქციას მართავდა და რუსეთს სთხოვდა დახმარებას, თუ როგორ ვუსვამდი კითხვებს იქ რა ესაქმებოდა, მშვიდად, ექსცესების გარეშე, სამართალდამცავების თანდასწრებით.და არც ეს არის ყველაფერი- მოგეხსენებათ, ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე, ქუჩაში გადამეყარა მორიგი, რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში ზაზა დავითაია, რომელსაც ვკითხე თუ რატომ თანამშრომლობდა რუსეთთან, რაზეც შემაგინა და გავლახე.
სხვათაშორის სასამართლოზე ადასტურებდა იგორ გიორგაძესა და ასლან აბაშიძესთან თანამოაზრეობა და თანამშრომლობას. აღნიშნული ინტერვიუს გამოქვეყნებაც სწორედ ამას მოყვა, ეს იყო მათი მოტივი ჩემი დისკრედიტაციის, რასაც თან ერთვოდა აგრეთვე სხვა პირადი მოტივი ტრისტანას მიერ, რომელიც სასამართლოზეც კი დაადასტურა, ანუ თქვა, რომ : ''ესენი(იგულისხმა ნაციონალები) დასახოცებიც კი არიან, ამათ ჩემი შვლი დააინვალიდეს''-ო. და ჩემს მოსაზრებას დავამატებ, ალბათ გულისხმობდა, რომ დახოცვას გადამირჩით და ეს იკმარეთო(ანუ დისკრედიტაცია). ხოლო მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ ეს განჩინება შეიტანა ამ ახალ საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მე წარვადგინე ცნობა ჩემი ნასამართლეობის არ ქონის შესახებ. ვინაიდან უკვე გაქარწყლებული იყო. და მიუხედავად იმისა რომ იურიდიული ძალის არ მქონე მტკიცებულებას ძალა არ აქვს, ეს განჩინება და მისი შინაარსი გვხვდება ამ ახალ განჩინებაში. აი ეს არის ქართული სამართალი დღეს, რუსი ოლიგარქის პირობებში.


თვალსაჩინოებისთვის კი რამდენიმე სურათს წარმოგიდგენთ, თუ როგორ ეხუტებიან ერთმანეთს რუსეთის მეხოტბე ქართველები, რომლებიც ხან რუსული ტანკების დაკანონებას გვპირდებიან, ხან რუსულ პენსიებს, ხან ლექციებს გვიტარებენ დასავლურ საფრთხეებზე, ხან გვემუქრებიან კიდეც დახოცვით ვისაც რუსეთის მონობა არ გვინდა და ხან რუსული სპეცსამსახურების დავალებით, ციხეებზე წამების სცენებსაც დგამენ და თოთო ბავშვის ლიკვიდაციასაც ახდენენ, ოპონენტების ''პირსისხლიანობის'' იმიჯის შესაქმნელად. ვფიქრობ, ვიყავი არგუმენტირებული, თუ როგორ უტევს რუსეთი საქართველოს, სიტყვით თუ საქმით და ყველაზე უარესი ის არის, რომ ისეთი გამოცემები როგორიცაა ასავალ-დასავლი, ჩვენი ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბეებიდან ფინანსდება.


7
579
3-ს მოსწონს
ავტორი:ლაშაპაკე
ლაშაპაკე
579
  
2018, 10 ივლისი, 13:28
სალამი ლაშა. კი მამა სულმნათ ზაზას ძალზე კარგად იცნობდა.
არა სტატია ნორმალურია, ეს "ვაჟკაცი" ვიცი ვინცაა, გაქანებული ნაცია და მაგარი დაბოღმილია მქონდა მასთან კონფლიქტი და თავი ამარიდა, რადგან ადამიანს თუ რამეს ვპირდები აუცილებლად ვუსრულებ.
2018, 10 ივლისი, 13:19
გაუმარჯოს ძმა ... ზაზა პაკელიანს იცნობდაა!? ვაა ბაბუები ბიძაშვილები არიან ფაქტიურად ერთი დიდი ოჯახი ვართ...
თუ სტატია არ მოგწონთ გაატარეთ ბევრი ლაპარაკის გარეშე ... შევრაცყოფებს არ ვართ აქ ყველა ყველას იცნობს
2018, 24 იანვარი, 1:03
იხარე და იბედნიერე მეგობარო, არ გიცნობ, მაგრამ ალღოს და ინტუიციას ჩემთვის ჯერ არ უღალატია და ამიტომ ვფიქროფ ასე: წესიერი კაცი ჩანხარ და გაგიმარჯოს ცხოვრების ყველა მონაკვეთში.
2018, 24 იანვარი, 1:00
საქმეც მაგაშია, რომ გამოუშვეს. არ ჯდება არცერთ თანამედროვე სამხედრო კონცეფციის სტანტარტში. მეტრნახევარი იქნება სიმაღლით.
გადაკიდებული მ4-ის ლულა მიწაზე დასთრევს.
შეიხედე მის პროფილში და ნახავ რა ნაომარიცაა, ტიპიური "ბანკომატჩიკია".
არცერთი ასე თუ ისე ცნობილი სამხედრო მის მეგობრებში არაა, ჩემმა რუსთაველმა "იარაღის ძმებმა" და მეგობრებმა მეგობრებმა კი მითხრეს ვინცაა და როგორი ნაომარიცაა, მაგრამ აქ არ დავწერ, რადგან სტატიის ავტორი პაკელიანია, ცხონებული ზაზა პაკელიანი კი მამაჩემთან ერთადაა ნაბრძოლი შრომა-კომანში და ავტორს არ ვაკადრებ ამას.
2018, 23 იანვარი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 23 იანვარი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 23 იანვარი, 15:00
ბევრ სიმართლეს ამბობს, მაგრამ მაინტერესებს 2008 წელს რომელი დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდა, რომელ მიმართულებაზე მოქმედებდა და ასე შემდეგ.
გრძელი ენის პატრონი რომაა ფაქტია, წუხელ ჩემი ნაწერიდან დასკვნა ვერ გამოიტანა და ისეთი სიტყვები მაკადრა, რის გამოც აუცილებლად მოვთხოვ პასუხს.
186 სმ სიმაღლის პროფესიონალ მებრძოლს მაინტერესებს მუხლზე, როგორ გადამიმტვრევს ეს ახალგაზრდა.
ალბათ კობა ხაბაზი ეყოლება სეკუნდანტად. :)))
0 1 7