x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
" შეყვარებულები ვიყავით ყველა რაღაც სხვანაირად" - ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს
image ლიკა ქავჟარაძე რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩენის შემდეგ, პირველი სრულმეტრაჟიან ფილმში რომელშიც გადაიღეს იყო ლანა ღოღობერიძის "როცა აყვავდა ნუში". ეს ეპიზოდური როლი იყო, ფილმის მიხედვით 13 წლის ლიკა ქავჟარაძე ნუშის რტოთი მოდის ქუჩაში, თუმცა ეს მომენტი მაყურებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა..

ფილმში მთავარ როლს მსახიობი ზურა ყიფშიძე ასრულებს, რომელიც წლების შემდეგ ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს.

ლიკა ქავჟარაძე ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში" ლიკა ქავჟარაძე ფილმიდან: "როცა აყვავდა ნუში" 1972 წელი

ზურა ყიფშიძე წლების შემდეგ ფილმის გადაღებების პროცესსა და ლიკა ქავჟარაძესთან ეკრანს მიღმა ურთიერთობას იხსენებს:


image" როცა აყვავდა ნუშის" გადაღებისას გავიცანი, მე 17 წლის ვიყავი, ლიკა-13- ის . პატარა სცენა ჰქონდა - ნუშის რტოთი გაიარა ერთხელ. შევყურებდით მთელი ეს ჩვენი "ბანდა" - რა ბავშვი მოდის, რა ბავშვი იზრდებაო. შეყვარებულები ვიყავით ყველა რაღაც სხვანაირად. ის არ იყო სექსუალური ქალი. ლიკა იყო ღვთაება თან - ნიჭიერი. მისი აუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა. უკვე დიდი ხანია ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. წელიწადში ერთხელ სჭირდებოდა რეაბილიტაცია. ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით, მერე მიჭირდა მასთან სადავო თემებზე მსჯელობა. არიან ერთეულები, რომელთაც ძალიან სათუთი ფსიქიკა აქვთ. კალმით ნახატი ლიკა, მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში.. მაგრამ თავს არავის ახვევდა თავის სევდას." - ზურა ყიფშიძე

ლიკა ქავჟარაძე და ზურა ყიფშიძე ახალგაზრდობისას.

image" როცა აყვავდა ნუშში" ლიკა ქავჟარაძეს და ზურაბ ყიფშიძეს საერთო სცენები არ ჰქონიათ, წლების შემდეგ ისინი ერთმანეთს ფილმ-მიუზიკლში "არგონავტები"(რეჟ. ევგენი გინზბურგი) შეხვდნენ. იაზონს ზურა ყიფშიძე, ხოლო მედეას ლიკა ქავჟარაძე თამაშობდა. ფილმი 1986 წელსაა გადაღებული.

გთავაზობთ კადრებს ამ ფილმიდან:

image

0
1549
4-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1549
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0