x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბიო-ნარკოტიკი ---სიცოცხლისთვის საშიში გასართობი
image

ბოლო წლების განმავლობაში ბიო ნარკოტიკი მეტად აქტუალურია საქართველოში.ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება მისი მომხმარებელი.

რა არის ბიო?

ბიო ეს არის სხვადასხვა მცენარეებისა და ქიმიური ნივთიერებების ნარევი.როგორც წესი, ეს არის ჩაის სახეობა ან აბაზანის მარილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნარკოტიკის მოყვარულებმა მისით თრობა დაადგინეს, აქტიურად მოიხმარენ.აღსანიშნავია, რომ ბიოს ზემოქმედება ორგანიზმში მინიმუმ 6-7 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მარიხუანის.ამასთანავე, თრობის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა.თუმცა მისი პოპულარობა გამოიწვია ლეგალურობამ და იმ ფაქტმა, რომ ნარკო-ტესტი მას არ აღიქვამს ნარკოტიკის.


რა საფრთხეებს შეიცავს ბიო?

ბიო-ნარკოტიკის მოხმარება იწვევს ფსიქოზს, ნევროზს, ჰალუცინაციებს, ტვინის უჯრედების დიდი რაოდენობით სიკვდილს, ფილტვების და სასუნთქი გზების დაავადებებს, გულის მუშაობის ცვლილებებს, სუიციდისადმი მიდრეკილებას.

როგორ ყიდულობენ ბიოს საქართველოში?

ბიოს პოპულარიზაციის თავიდან ასაცილებლად, დეტალურად არ ვისაუბრებ, როგორ ხდება მისი შეძენა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას მომხმარებლები ინტერნეტის საშუალებით ყიდულობენ, რეალიზატორები კი ნარკოტიკს მყიდველს უტოვებენ ხეების ძირში, სადარბაზოებში, ნაგვის ურნების ქვეშ და მსგავს ადგილებში.

გაფრთხილდით! მსგავსმა გართობამ, თუნდაც ერთჯერადად, შესაძლოა მთელი ცხოვრება დაგინგრიოთ.ნუ გაცვლით წამიერ სიამოვნებას მომავალზე!

თქვენთვის საინტერესო:

ათი საუკეთესო მიზეზი, თუ რატომ უნდა დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი

რომელი უფრო საზიანოა, ალკოჰოლი თუ მარიხუანა?!

0
164
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0