x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ გაძლოს კაპრონის კოლგოტმა დიდხანს

image

კაპრონის კოლგოტები სამწუხაროდ დიდხანს ვერ ძლებს. ყოველი ქალი მათი შეძენის შემდეგ ცდილობს, რომ ისინი მალე არ დაირღვეს და უკვე მეორე-მესამე მოხმარებისას თვლები არ წაუვიდეს.

ნამდვილად არსებობს ერთი შეხედვით უბრალო და ამავე დროს გენიალური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ხანგრძლივად შეინარჩუნოთ კოლგოტების მთლიანობა.

ამისათვის საჭიროა კოლგოტის გაყინვა

image

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს რაღაც სისულელეა, მაგრამ ასეთი მეთოდი ნამდვილად უნდა მოსინჯოთ.

იმისათვის, რომ კოლგოტმა დიდხანს შეინარჩუნოს გამძლეობა, უნდა მოიქცეთ შემდეგნაირად: როგორც კი იყიდით ახალ კოლგოტებს, მაშინვე დაასველეთ ისინი და მოათავსეთ მაცივრის საყინულეში. როდესაც მთლიანად გაიყინება, გამოიღეთ, გაალღვეთ და შემდეგ კარგად გააშრეთ.

ასეთი მეთოდი კარგად ამაგრებს კოლგოტის ბოჭკოებს, რაც იძლევა მათი ხანგრძლივად გამოყენების საშუალებას.


0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0