x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ჩერგოლეიშვილი უდუმაშვილზე: თავად რეჟიმის შნირი ბრძანდებოდა
image

ზაალ უდუმაშვილის განცხადებას, რომ ყველა მედიაზონდერი, რომელიც ენმ-ს ჰყავდა ახლა „ევროპულ საქართველოშია“, „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.


„ეს შეუპოვარი ტაბულა რაზა ქოცების კვალდაკვალ გვიმტკიცებს, რომ მის ამჟამინდელ ლიდერ სააკაშვილს ყავდა მედია ზონდერები, ხოლო თავად, რეჟიმის შნირი ბრძანდებოდა და სისხლიანი 9 წელი რასაც სუსხიანი ზონდერები ჩასძახებდნენ, იმას გაიძახოდა.


ნეტა სააკაშვილი უფრო დიდი მონსტრია, თუ მის ნათქვამზე შარვლის ჩამხდელები?, “ - წერს ჩერგოლეიშვილი.



უდუმაშვილმა კურიერის ეთერში განაცხადა, რომ მისი ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში სწორედ ის ადამიანები ახდენდნენ სარედაქციო მუშაობაში ჩარევას, რომლებიც დღეს „ევროპულ საქართველოში“ არიან, ამიტომ მათ რუსთავი2-ის გმირ გუნდზე ასე საუბრის უფლება არ აქვთ.


„სამწუხაროა, რომ დღეს ევროპული საქართველო ერთი-ერთში იმეორებს იმ ბრალდებებს, რაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გვესმის რუსთავი 2-ის მიმართ. სამწუხაროა და გასაკვირი, იმ პარტიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაშიც არის ყველა ის მედიაზონდერი, რომელიც კი ჰყოლია ენმ-ის და ვისი სუსხიც, რუსთავი 2-ს საკუთარ თავზე უგრძვნია. დამიჯერეთ, ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ამ პარტიას, მისი აწმყოსა და მისი ცალკეული წევრების გათვალისწინებით, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რუსთავი 2-ზე და მის გმირულ კოლექტივზე ასეთი სამარცხვინო განცხადებები ავრცელონ, “ - აღნიშნა უდუმაშვილმა.


შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-სა და „ევროპულ საქართველოს“ შორის ღია დაპირისპირება ენდიაი-ს კვლევების შესახებ კურიერში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას მოჰყვა. ტელეკომპანიამ შეცდომა აღიარა, თუმცა ბოდიშის მოხდა პირიქით, პარტიისგან მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა, რომ მათ აქტოვობებს აღარ გააშუქებენ.


image

0
291
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0