x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელმა სტუდენტმა BBC-ის პირდაპირ ეთერში შეაქო კომუნიზმი,რამაც ცნობილი ისტორიკოსის შეშფოთება გამოიწვია
image BBC-ის ეთერში სტუდენტმა ფიოლა ლალიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ხელი შეუშალეს საბჭოთა კავშირს აეშენებინათ კომუნიზმი და აღნიშნა გეგმიური ეკონომიკის უპირატესობა.ასეთი კომენტარის გამო შეშფოთება გამოხატა ცნობილმა ისტორიკოსმა ორლანდო ფაიჯესმა, რომელმაც განაცხადა, რომ განათლების თანამედროვე სისტემა ძლიერ ზეწოლას ახდენს "მორალურ თანასწორობაზე", რაც იწვევს კომუნიზმის დადებით შეფასებას.




ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი ორლანო ფაიჯესი აფრთხილებს უნივერსიტეტებს, რომ სწავლება "მორალურ პრინციპებზე" უბიძგებს სტუდენტებს იმისკენ, რომ "დააკნინონ იოსებ სტალინის დანაშაულები" და "იფიქრონ კომუნიზმზე პოზიტიური კუთხით", ასეთი კომენტარი ფაიჯესმა მას შემდეგ გააკეთა, როდესაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ფიოლა ლალიმ განაცხადა BBC-ის ეთერში, რომ დასავლეთის ძალისხმევით სსრკ-ს არ ჰქონდა განვითარების შანსი, ამიტომ არასამართლიანია იმის მტკიცება, რომ კომუნიზმმა არ გაამართლა.


სტუდენტი გოგონა სათავეში უდგას მარქსისტულ ორგანიზაციას ლონდონის სკოლაში, რომელიც აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებს სწავლობს(SOAS)

imageფოტოზე:ფიოლა ლალი



ამასწინანდელი გამოკითხვებით დადგინდა, რომ დიდი ბრიტანეთში ახალგაზრდები 18-იდან 24 წლამდე უფრო დიდ საფრთხეს მსხვილ ბიზნესში და ულტრამემარჯვენეებში ხედავენ, ვიდრე კომუნისტებში.


"რაც შეეხება თანამედროვე ახალგაზრდობას, ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომლებსაც არა აქვთ მომავალი და ვიცხოვრებთ უფრო ცუდად, ვიდრე ჩვენი მშობლები"-აღნიშნა ლალიმ Today-ის დილის ეთერში.

imageფოტოზე: ფიოლა ლალი ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან, ჯერემი კორბინთან ერთად



ჟურნალისტი შეეპასუხა ლალის და შეახსენა, რომ ისტორიულად დასავლეთის კაპიტალისტური ეკონომიკა უფრო წარმატებული გამოდგა ვიდრე კომუნისტური, რა დროსაც ახალგაზრდა ბრიტანელმა წამყვანს შეაწყვეტინა და უპასუხა:

"არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ კომუნიზმმა არ გაამართლა, რადგან მას არ ჰქონდა განვითარების შანსი, საბჭოთა კავშირს არ მისცეს განვითარების და აყვავების საშუალება აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა და აქტიურად მონაწილეობდნენ მის განადგურებაში, ამასთანავე სსრკ-მ გეგმიური ეკონომიკით შეძლო წარმატების მოპოვება."


imageფოტოზე: ბრიტანელი მარქსისტი სტუდენტების გამოსვლა ბრისტოლში 2017 წლის 1 ნოემბერს.


დასასრულს ისტორიკოსი ორლანდო ფაიჯესი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის უნივერისტეტებში სწავლების დროს თანაბრად პროპორციულად ანაწილებენ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს, სახელმძღვანელოებში აღნიშნულია როგორც სტალინის დანაშაულები, აგრეთვე მისი ეკონომიკური წარმატებები.


"ასეთი მორალური თანასწორობა არც თუ სახარბიელოა, იმიტომ, რომ ის რაც მან "კარგი გააკეთა", მიღწეული იყო მკვლელობების და ისეთი ნგრევის ფასად, რომელსაც ნამდვილად ვერ ვუწოდებთ "კარგს"-ციტირებს Daily Mail-ი ფაიჯესის სიტყვებს.

imageიხილეთ აგრეთვე

0
292
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0