x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თემირლან მაჩალიკაშვილის ექსპერტიზის პასუხები ცნობილია
image


პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ პასუხები დადო. როგორც მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი ექსპერტიზის პასუხებს ორშაბათს გაეცნობა:


„სიახლე არის ის, რომ უკვე მოსულია ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხები, რომელსაც ორშაბათს გავეცნობი, დეტალებზე შემდგომ ვისაუბრებ“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.


მანამდე ოჯახის ადვოკატი ღიად აცხადებდა, რომ მაჩალიკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებში დარღვევები და მწირი ინფორმაციაა. რის გამოც საქმეში დამოუკიდებელი ბალისტიკური ექსპერტიც ერთვება.



ამავე თემაზე: მაჩალიკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებში დარღვევებია - ადვოკატი

0
683
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0