x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ახალგაზრდების პრობლემები
ახალგაზრდობა - ესაა პერიოდი, როდესაც ადამიანი ისრულებს ოცნებებს, გეგმავს მომავალს, აჩენს საკუთარ შესაძლებლობებსა და ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი.

უფროსი ადამიანებისგან ბევრჯერ გაიგონებთ ფრაზას: "ეს თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლებია". და მართლაც რომ ეს არის ოცნებების ახდენის პერიოდი, თუმცა არაფერი არასდროს გვიან არაა. მთავარია მონდომება.

საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის გარდა ახალგაზრდები ხშირად უშვებენ შეცდომებს, ზოგჯერ გაუაზრებლადაც.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ახალგაზრდების გონებაში საფუძვლიანადაა დამკვიდრებული ესაა სიზარმაცე.


მომენტი, როდესაც შენ შეგიძლია თავიდან აიცილო საქმე ან დროებით გადადო იგი. სხვას გადააბარო შენი სამუშაო და მას მიანდო შენი ბედი. ამ დროს კი დრო დახარჯო გართობაში. სიზარმაზე არის ის, რაც ყოველ ადამიანს აქვს საკუთარ გონებაში და როდესაც ის ხედავს პატარა შანსს მაინც, იმისა, რომ დრო გართობაში დახარჯოს და საქმე თავიდან აიცილოს იგი არ დაუშვებს ასეთი მომენტის დაკარგვას.

კონკრეტულად ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, შვეჩეხებით ერთ დიდ არგუმენტს, რომელიც ახალგაზრდების დიდ ნაწილს ფარად აქვს აფარებული. ეს დასაქმების პრობლემაა. პრობლემა, რომელსაც ვერც დრომ და ვერც ეკონომიკურმა ძვრებმა უშველა, შეიძლება ეს ყოველივე ზემოთ აღნიშნულ სიზარმაცეს დავაბრალოთ, თუმცა ეს უსამართლო საქციელი იქნება. ბარიერები

ხშირად მოგვისმენია ფრაზა: "ნეტავ შემეძლოს", "ნეტავ მქონდეს". ახალგაზრდები ოცნებობენ უზრუნველ მომავალზე, ლამაზ ცხოვრებაზე, ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, იმაზე, რომ არ აქვთ შესაბამისი სამსახური, ვერ იპოვეს საკუთარი თავი ამა თუ იმ საქმეში. სამუშაო

რეალურად, რომ დავფიქრდეთ სამსახურს სჭირდება გამოცდილება, განათლება, მონდომება და კიდევ სხვა უამრავი ფაქტორი, რომელსაც ზარმაცი ადამიანი ვერ აკმაყოფილებს.

არ შეიძლება ყველაფერი მოზარდებს დაბრალდეს, რადგანაც მათ დასაინტერესებლად უნდა გატარდეს უამრავი რეფორმა არსებობის ყველა სფეროში.

ცხოვრებაში ნებისმიერ ადამიანს უხდება ბარიერების გადალახვა. ახალგაზრდებს ამ ბარიერების გადალახვაში უნდა ეხმარებოდეს და მხარს უჭერდეს სახელმწიფო.

მომავალი ხომ სწორედ ამ თაობაზე დგას.


2
199
2-ს მოსწონს
ავტორი:მღებრიშვილი გვანცა
მღებრიშვილი გვანცა
199
  
0 1 2