x
image
natia.a
აი, ასე შეიცვლება ადამიანის გარეგნობა მომავალში - მეცნიერების გასაოცარი აღმოჩენა

image

მკვლევარება ნიკოლაი ლამმა და ალან კვანმა ვაშინგტონის უნივერსიტეტის გენეტიკოსთა ჯგუფის დახმარებით გამოთვალეს, როგორი იქნება რამდენიმე ათასი წლის შემდეგ ადამიანის გარეგნობა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მუტაციის ძირითად ფაქტორებს წარმოადგენს კლიმატის ცვლილება და ისეთი ორგანოების განვითარება, როგორიცაა ტვინი, თვალები და სხვა გრძნობის ორგანოები.


მათი აზრით, ადამიანის გარეგნობაზე განსაკუთრებით დიდ გავლენას მოახდენს გენური ინჟინერია და კოსმოსში მოგზაურობის განვითარება. მაგალითად, 100 ათასი წლის შემდეგ ადამიანის შუბლი გაცილებით ფართო გახდება, რადგან ტვინი, ევლუციის გამო, გადიდდება.

ასევე შესაძლებელია გახდება გენური ინჟინერიის საშუალებით გარეგნობის შეცვლა: ანუ მომავალ მშიბლების თავად შეეძლებათ შვილების თვალისა თუ თმის ფერის განსაზღვრა.
მაგრამ ყველაზე მასშტაბურ ცვლილებას ადამიანთა გარეგნობა განიცდის მას შემდეგ, რაც კაცობრიობა მოახდენს მზის სისტემის კოლონიზებას და შეძლებს მის ფარგლებს გარეთ გასვლას. მეცნიერების აზრით, მანამდე უცნობი გარემო ადამიანებ, პრაქტიკულად უცხოპლანეტელებად აქცევს.
მზის შუქის ნაკლებობის გამო, ადამიანის თვალები განსაკუთრებით გაიზრდება. ხოლო რამდენადაც ადამიანები დატოვებენ დედამიწას, ოზონის შრე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან მათ უკვე აღარ დაიცავს, ამიტომ კანი დაიფარება პიგმენტით, რათა ორგანიზმი მაქსიმალურად დაცული იყოს.
თუ დავუჯერებთ დოქტორ კვანს, 100 ათასი წლის შემდეგ ადამიანებს გაუსქელდებათ წამწამები და წარბები. ამ ცვლილების მიზეზი იქნება მზის სისტემის მიღმა დაბალი გრავიტაციის არსებობა.
ადამიანის გარეგნობის ცვლილება ვიზუალურად შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ:
თანამედროვე კაცი და ქალი
20 ათასი წლის შემდეგ
60 ათასი წლის შემდეგ
100 ათასი წლის შემდეგ
ასევე დაგაინტერესებთ:
0
1007
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1007
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0