x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რიანას, ნაომი ქემბელის და ჰასან ჯამელის სასიყვარულო სამკუთხედი

image

ბარბადოსიელი მომღერალი რიანა და არაბი მილიარდელი ჰასან ჯამელი რამოდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან. მომღერალმა ნოემბერში ინტერვიუში საჯაროდ აღიარა ეს ურთიერთობა და ჯამელი შეყვარებულად მოიხსენია. როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობა თანდათან უფრო მყარდება და ერთად უფროდაუფრო მეტ დროს ატარებენ.

საინტერესოა, როგორ გაიცნეს ერთმანეთი. მათ ერთმანეთი გააცნო სუპერმოდელმა და რიანას ახლო მეგობარმა ნაომი ქემბელმა, რომელსაც ჰასანი თან ახლდა რიანას ერთ-ერთი კონცერტის დროს. თუმცა, ამ კონცერტიდან მალევე რიანა და ჰასანი ესპანეთში ერთად დააფიქსირეს იახტაზე. ოფიციალურად არც ერთის მიერ არ დადასტურებულა, რომ ნაომი და ჰასანი შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ ისინი ხშირად ატარებდნენ დროს ერთად.

image

რიანას და ჰასანის პაპარაცული ფოტოების გამოჩენის შემდეგ, ნაომიმ ინსტაგრამზე ტვიტერზე გამოწერა გაუუქმა მომღერალს და ერთ- ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მასთან ურთიერთობა აღარ აქვს. მაგრამ მიზეზებზე არ ისაუბრა. საკმაოდ უხერხული აღმოჩნდა სუპერმოდელის და მომღერლის შეხვედრა მაისში, ნიუ-იორკში გამარტულ მეტ- გალას წითელ ხალიჩაზე, სადაც ისინი საკმაოდ ახლოს იდგნენ, თუმცა ერთმანეთს თვალი აარიდეს და არც კი მისალმებიან.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ცოტა ხნის წინ რიანა ხელზე ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა და დასავლური პრესა აქტიურად წერდა, რომ მომღერალი დაინიშნა. თუმცა, არანაირი განცხადება არ გავრცელებულა არც მომღერლის და არც ბიზნესმენის მხრიდან. ლონდონში ვიზიტისას რიანს ბეჭედი აღარ ამშვენებდა. ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელია ჭორები მათი ნიშნობის შესახებ, თუმცა წყვილი კვლვ ერთად არის და საკმაოდ ბედნიერადაც გამოიყურება, არც ურთიერთობის დამალვას ცდილობენ.

image

ჰასან ჯამელი 2012 წელს დაქორწინდა ლინა ლაზარზე, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა. გნქორწინების შემდე ეს მისი პირველი ოფიციალური ურთიერთობაა. კრის მარტინთან დაშორების შემდეგ კი რიანამ პირველად მოიხსენია მამაკაცი როგორც შეყვარებული. როგორც თვითონ ამბობს, სხვა მამაკაცები უბრალოდ სექსუალური პარტნიორები იყვნენ, ამჯერად კი სიყვარული კვლავ ეწვია.

imageამ ყველაფერთან დაკავშირებით უცნობია ნაომი ქემბელის აზრი, რადგან ის უარს ამბობს კომენტარზე ამ თემასთან დაკავშირებით.

0
159
5-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0