x
image
გემი დალანდი
ბროწეული-სასრგებლო ნივთიერებათა საბადო და ხილი,რომელიც უამრავი დაავადებისგან გვიცავს
image

როცა სასარგებლო ხილსა და ბოსტნეულზე ვლაპარაკობთ, უმეტესობას მწვანე ფერის პროდუქტები ახსენდება პირველ რიგში, მაგრამ წითელი ფერის ხილი და მათ შორის კი ბროწეული-ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა.

ბროწეულის რამდენიმე ჯიში არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი სასარგებლო თვისებებითაა გამორჩეული.

ბროწეული 15 ამინომჟავას შეიცავს, რომელთაგან 6 შეუცვლელია. გარდა ამისა, ბროწეული მდიდარია K, C, B9 და B6 ვიტამინებით, შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რკინას, კალიუმს, ფოსფორს და კალციუმს. ასეთი მდიდარი შემადგენლობის მიუხედავად ბროწეული დაბალკალორიული პროდუქტია: 100 გრამი მხოლოდ 72 კილოკალორიას შეიცავს.


image

ბროწეული -კანის, თმების, ნერვული და საჭმლისმომნელებელი სისტემის საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ყველზე მეტად ეს ძვირფასი ხილი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის არის სასრგებლო.

მისი ყოველდღიური გამოყენება ხელს უშლის სისხლძარღვების კედლებზე ლიპიდური ფენისა და ქოლესტერინის დალექვას, რაც შესაბამისად ათეროსკლეროზის განვითარებას უშლის ხელს. უამრავი გამოკვლევებითაა დამტკიცებული, რომ ათეროსკლეროზის დროს ბროწეულის წვენის სარგებელი-შეუფასებელია.

image

ბროწეული ასევე შეუფასებელი ხილია დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან მათ ათეროსკლეროზის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ. ანტიოქსიდანტები, რომლითაც ასე მდიდარია ეს ხილი, სისხლძარღვებს ტონუსს უნარჩუნებენ, რაც ასევე დიაბეტთან ბრძოლაში ეხმარება.

ბროწეულის წვენი სისხლის გათხელებასაც უწყობს ხელს, რაც სისიხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ინფარქტი, ინსულტი, სტენოკარდიის შეტევა და ალცჰაიმერის დაავადებაც კი.

image

ბროწეულის და მისი წვენის სისტემატიური მოხმარება აუცილებელია არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, არამედ ამ დაავადებების პროფილაქტიკის მიზნითაც.

რაც შეეხება ბროწეულის წვენს-ის შესანიშნავი ზოგადგამაჯანსაღებელი და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაა. თუ ბროწეულს რეგულარულად მივიღებთ, ადვილად მოვახდენთ ნაწლავების პერიტალისტიკის ნორმალიზებას და სისხლის მაჩვენებლებსაც გავაუმჯობესებთ. ბროწეულის ქერქის ახალი ნახარში კი დისბაქტერიოზისგან გაგათავისუფლებთ და მადასაც გაგიუმჯობესებთ.

image

ბროწეულის წვენში შემავალი ანტიოქსიდანტები თავისუფალ რადიკალებს ბოჭავენ და ამ გზით ხელს უშლიან ონკოლოგიური დაავადებბის განვითარებას.

ესტროგენები კი, რომლ თაც ბროწეული უხვად შეიცავს, დეპრესიის დაძლევაში გვეხმარებიან და ქალებში კლიმაქსის სიმპტომებს ამსუბუქებენ. ბროწეული ასევე შეიცავს ელაგოტანინს, რომელიც ქალებში მკერდის კიბოს ზრდა-განვითარებას აფერხებს.

image

მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებებისა, გაუზავებელი ბროწეულის წვენის დალევა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, განსაკუთრებით ბავშვებში, ამიტომ წყლით გააზავეთ და საწრუპი ჩხირით დალიეთ, რადგან მასში შემავალ მჟავებს კბილის ემალის დაზიანებაც შეუძლიათ.


0
209
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0