x
image
კატაპულტი
როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული?!
image
გვიანი ზამთარი მეტად საფრთხილო პერიოდია დიასახლისებისათვის, რადგან წელიწადის ამ დროს დიდია რისკი გაფუჭებული პროდუქტის შეძენისა.ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული:

დავიწყოთ ბოსტნეულით.

image


ყინვების დროს, როდესაც არაა დაცული შენახვის პირობები, ბაზრებსა თუ მაღაზიებში ხშირად შეხვდებით გაყინულ და შემდეგ სითბოში “გამოსულ" პროდუქტს.მისი გარჩევა ძალზედ მარტივია.ხელის შეგრძნებით თქვენ დაადგენთ შეესაბამება თუ არა ის გარემოს ტემპერატურას, თუ მეტად ცივია, ე.ი.ის კვლავ გაყინულ მდგომარეობაშია და ვიდრე სახლამდე მიიტანთ მას, ის აუცილებლად მორბილდება და გამოუსადეგარი გახდება.


თუ ბოსტნეული უკვე მორბილებულია, ის ან დიდი ხნისაა, ან ყინვიდან “გამოსულია", ამ უკანასკნელს თუ დავაკვირდებით, ფერიც უჩვეულო აქვს, ჩვეულებრივთან შედარებით უფრო ბაცი.

გაითვალისწინეთ, ისეთ ბოსტნეულს, როგორებიცაა კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკები, ყაბაყი, ახასიათებთ წვერში ლპობა, ანუ გაფუჭებას ძირითადად სწორედ ამ ადგილიდან იწყებენ. ნიორი გაფუჭებისას “ეპარება", ანუ ხელის მოჭერისას სიცარიელე გხვდებათ ხახვი კი ფოჩების მხრიდან ახალი წამონაზარდის, მწვანე ღეროს ამოტანას იწყებს, დააკვირდით, ის შეიძლება გამყიდველს საქონლის გასასაღებლად გადაჭრილი ჰქონდეს.არ მოტყუვდეთ!

image

რაც შეეხება ხილს, მათი უმრავლესობა შხამ-ქიმიკატებითაა მოყვანილი.რაც უფრო ლამაზად გამოიყურება იგი, მით მეტია შანსი, რომ ქიმიურად იყოს დამუშავებული.სიმსხო კი ძირითადად პესტიციდებით, ქიმიური სასუქებით მიიღწევა, რაც ორგანიზმში სიმსივნის გამომწვევად ითვლება.

გაითვალისწინეთ, ხილის უმრავლესობა ხასიათდება შემდეგით: ერთ ცალს შეუძლია მის გარშემო ყველა გააფუჭოს.


თქვენთვის საინტერესო სტატიები:

ფრთხილად! თაფლი შეიძლება მომწამლავი იყოს


სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თაფლის შესახებ


რომელი სახეობის თაფლი უნდა ვიხმაროთ სხვადასხვა დაავადებების დროს?

რას მივირთმევთ?!


რითი უნდა ვიკვებოთ?!

0
85
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0