x
image
გემი დალანდი
მოდელი,რომელმაც ტამპონის მოხმარების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა
პირველი ოპერაცია ამ გოგონას რამდენიმე წლის წინ გაუკეთეს, მაგრამ მტანჯველი ტკივილებისგან მაინც ვერ გათავისუფლდა და გადაწყვიტა მეორე კიდურის ამპუტაციაც გაეკეთებინა

image2012 წელს მოდელმა ლორენ ვასერმა მენსტრუაციის დროს მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო. ტემპერატურამ აუწია, თავბრუ ეხვეოდა და სისუსტეს გრძნობდა. მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ სახლში დაბრუნდა, ლოგინში ჩაწვა და დაიძინა, ისე, რომ ტამპონი არ გამოუცვლია.

imageძილისგან ლორენი კაკუნმა გამოაღვიძა. აღმოჩნდა, რომ დედამისს, რომელიც მას ტელეფონით ვერ უკავშირდებოდა, პოლიცია გამოეძახებინა.

image


გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ტემპერატურა 40 გრადუსს ასცდა. ექიმებმა შინაგანი ორგანოების გაჩერება დაადასტურეს. მისი მდგომარეობის მიზეზი უცნობი რჩებოდა, სანამ ვიღაცას არ მოუვიდა აზრად ეკითხა-ხომ არ იყენებდა ტამპონს.საბოლოოდ, ლორენს ტოქსიკური შოკი აღმოაჩნდა. ეს მდგომარეობა ორგანიზმზე სტაფილოკოკური ტოქსინების ზემოქმედების შედეგად დგება და ხშირია იმ ქალებში, რომლებიც ტამპონს იყენებენ.

ამ დროს სისხლი საშოს შიგნით გროვდება და ხელსაყრელ გარემოს ქმნის მიკრობების გასამრავლებლად, რომლებიც ორგანიზმს ზიანს აყენებენ.

imageტამპონების გარდა ტოქსიკური შოკი შეიძლება ვაგინალურმა კონტრაცეპტივებმა და ცხვირის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ნესტოებში მოთავსებულმა ბამბის ტამპონებმაც გამოიწვიონ.

ტოქსიკური შოკის შემთხვევათა 8-დან 15% ლეტალური შედეგით მთავრდება. ლორენის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა სისხლის მიწოდება აღუდგინეს შინაგან ორგანოებს და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის პროცედურები ჩაუტარეს, მაგრამ ინფექციამ უკვე განგრენა გამოიწვია და ექიმებმა ლორენს უთხრეს, რომ ორივე ფეხის ამპუტაცია იყო საჭირო.

imageლორენი მხოლოდ მარჯვენა ფეხის მუხლსქვემოთ და მარცხენა ფეხის თითების ამპუტაციაზე დათანხმდა.ოპერაციის შემდეგ გაჭირვებით წამოდგა და კვლავ სამუშაოს დაუბრუნდა, გამოდიოდა პოდიუმებზე პროთეზით და ტამპონების მწარმოებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წელს გაგრძელდა, ცოტა ხნის წინ კი ლორენს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა, მან მეორე ფეხის ამპუტაციაც გაიკეთა. მოდელის თქმით, მთელი ეს წლები ის განუწყვეტელი და აუტანელი ტკივილებით იტანჯებოდა.

“ჩემს ფეხზე ღია წყლულია. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი სხეული დიდი რაოდენობით კალციუმს გამოიმუშავებდა, თითქოს ძვლებს ზრდას აიძულებდა. ჩემი ტვინი სიგნალებს მიგზავნიდა, რომ თითები იზრდებიან. საქმე ამპუტაციამდე მივიდა, რადგან სიარული უკვე აუტანელი გახდა"-დაწერა ლორენმა.

საავადმყოფოში ის პარაოლიმპიელმა სპორტსმენმა ემი უორდმა მოინახულა, რომელსაც ასევე ორივე ფეხი აქვს ამპუტირებული.

image“მადლობა იმისთვის, რომ მიჩვენეთ-ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და წინ დიდი დრო მაქვს რათა ვიცხოვრო."-ამ სიტყვებით გადაუხადა მას მადლობა ლორენმა სოციალურ ქსელში

მოდელი აპირებს გააგრძელოს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც დაავალდებულებს ტამპონების მწარმოებლებს, რომ გულმოდგინედ გათვალონ ის რისკები და საფრთხეები, რაც მათ მომხმარებლებს ემუქრებათ. ტოქსიკური შოკის თავიდან ასაცილებლად კი ექიმები ქალებს ურჩევენ ტამპონი ყოველ 3-4 საათში გამოცვალონ და არავითარ შემთხვევაში არ დაწვნენ დასაძინებლად ტამპონით.

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0