x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მცხეთის "როკვა" კიდევ ძლიერდება?!ანსამბლი ახალ პროგრამაზე მუშაობს. ინტერვიუ ანსამბლის ქორეოგრაფთან

ქართული ცეკვა, ოდითგანვე ქართველი ერის თვალსაჩინო ტრადიციაა. წარმოუდგენელია ქართველი, რომელსაც გულში არ ქონდეს ის მუხტი, ენერგია, სიძლიერე, რასაც ქართული ცეკვა გამოხატავს. დიახ "ქართული გენი, როკვავს", ამ ტრადიციას მისდევს მრავალი წელია ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" (ქ/ნ ნინო იმერლიშვილის ხელმძღვანელობით)
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს ამ ანსამბლს, მუდმივად ეცნობა მათ სიახლეებს და ანსამბლიც გვანებივრებს ახალ-ახალი ამბებით.
მოგეხსენებათ "როკვამ" 2017 წელი ბრწყინვალედ დაასრულა და ოვაციების ქარცეცხლში ჩაირა მათ მიერ შესრულებულმა ცეკვებმა საახალწლო ღონისძიებებზე.

image

2018 წელი მცხეთის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "როკვამ" სიახლეებით დაიწყო. ციტატა - "ყველას ვპირდები! როკვა არასოდეს გაჩერდება, თუნდაც ათასი წინაღობა აღგვიმართონ"

ინტერვიუ ანსამბლ "როკვას" ქორეოგფთან ბ/ნ გიორგი პატაშურთან.

-მოგესალმებით გიორგი. გილოცავთ ახალ 2018 წელს და ვულოცავთ ანსამბლ "როკვას", წარმატებულ წლებს გისურვებთ.

გამარჯობათ, უღრმესი მადლობა. ვულოცავ "ინტერმედია"ს ახალ წელს და გილოცავთ პირადად თქვენ ნინო, გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმეში.

-გიორგი ანსამბლმა "როკვამ" ძალზედ წარმატებულად დაასრულა 2017 წელი, თუმცა მოკლედ რომ შეგვიფასოთ განვლილი 1 წელი ანსამბლის ისტორიიდან.

-გასული წელი ნაყოფიერი იყო ანსამბლისთვის, აზერბაიჯანში გასტროლი და გამარჯვებები ნომინაციებში ანსამბლის ყველა წევრისთვის დასამახსოვრებელი იყო. გვქონდა ადგილობრივი კონცერტები, რომელშიც აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას, ასევე საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებზე და ფესტივალებზე. ანსამბლი პროგრესირებდა თვითად თვემდე, "როკვა" არის ის ანსამბლი, რომელიც არ ბრუნავს არასოდეს ერთ წრეზე. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ განსხვავებული და საინტერესო შექმედება სცენაზე. 2017 წლის ბოლო კი, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა, ახლად ჩამოყალიბებულმა საკონცერტო კოლექტივმა სრული ანშლაგი გამოიწვია საახალწლო ღონისძიებებზე.

-გიორგი, 2018 წელი ანსამბლმა დაანონსა მონატრებულ წლად, რა იგულისხმება ამაში? უკეთ რომ აგვიხსნათ.

ძალიან მარტივად აგიხსნით, ჩვენგან მაყურებელს მონატრებული აქვს ის ცეკვები, რომელიც 2-3 წელია ანსამბლს არ დაუდგავს. 2018 წელი კი დაეთმობა, როგორც ძველი უკვე ნაცეკვი ცეკვების მოდერნიზაციას, ასევე ახლის შექმნას და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ახალი ცეკვები იქნება ძალიან საინტერესო, გამორჩეული დადგმით და ქორეოგრაფიით. მაყურებელს შევთავაზებთ ახალ და განახლებულ პროგრამას.

-თუ იგეგმება ანსამბლის კიდევ გაძლიერება მოცეკვავეებით?

"როკვა" ყოველთვის ძლიერი იყო, მაგრამ მე ამით არასოდეს ვიყავი კმაყოფილი, რადგან ყველაზე დიდი კრიტიკოსი საკუთარი ანსამბლის და ჩემი მოცეკვავეების მიმართ ვარ! ჩემი ანსამბლის ყველა მოცეკვავე გამორჩეულია არამარტო მოცეკვავეობით, არამედ ზრდილობით, თვითშეგნებით, კულტურით და პატივისცემით. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიახ იგეგმება და მინდა გითხრათ რომ უკვე გაძლიერებულიც არის. თუმცა მეტს ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ "როკვას" სცენაზე.

-როდიდან იწყებს ანსამბლი "როკვა" აქტიურ საკონცერტო რეჟიმს და როდის უნდა ველოდოთ ახალი პროგრამის ცეკვებს?

"როკვა" აქტიურ შემოქმედებას დაიწყებს მარტის თვიდან, ეს 2 თვე (იანვარი და თებერვალი) არის მოსამზადებელი პერიოდია, მოცეკვავეები ემზადებიან უდიდესი ფიზიკური დატვირთვით, რომ "როკვა" და მცხეთა თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი ყველა კონცერტზე, ფესტივალსა და კონკურსებზე.

-გიორგი თქვენ საკონცერტო კოლექტივში ძირითადად დიდები გყავთ, გრძნობთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხარდაჭერას?

ტყუილი არ მიყვარს და ვარ პირდაპირიც, გვერდში დგომას ხან ვგრძნობ ხან არა. ასეთ პასუხს გაგცემთ. ზოგადად ვთვლი, რომ მცხეთაში სათანადოდ ვერ ფასდება კულტურა. როდესაც ასეთი გოგო-ბიჭები შენი და ჩვენი მცხეთის სახელის წარმოსაჩენად იბრძვან უამრავ სცენაზე, ელემენტარულად მაინც უნდა დააფასო. თუმცა ვიმედოვნებ რომ სიტუაცია გამოსწორდება და "როკვა" დაფასდება იმ დონეზე, როგორსაც იმსახურებს.

-ქ/ნ ნინო იმერლიშვილი, რომელიც ანსამბლის ხელმძღვანელია და ამავდროულად დედათქვენიც, მცხეთაში შტატიანი ქორეოგრაფია, ასეთ დამსახურებულ ქალბატონს შესაბამისი დაფასება არ აქვს?

ისეთი კითხვებია ცოტა დავიბენი (იცინის), როგორ გითხრათ არვიცი. სწორედაც, "როკვა" ფეხზე ზუსტად დედაჩემის წყალობით დგას. მისი ბრძოლის, მისი მრავალწლიანი გამოცდილების და მტკიცე ხასიათის წყალობით "როკვა" აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას. ნინო პროფესიით ორგანიზატორ -მეთოდისტია, თუმცა ბავშვოდბიდან 5 წლიდან ცეკვავს 40 წელზე მეტია ის ცეკვავს, მემგონი საკმარისი გამოცდილებაა დაფასებისთვის, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, დრონი მეფობენ და არა მეფენი.

-გიორგი რას გეგმავს ანსამბლი "როკვა"?გექნებათ თუ არა სოლო-კონცერტი და სად აპირებთ გასტროლზე წასვლას?

ვგეგმავთ უამრავ სიახლეს და ახალი პროგრამის შეთავაზებას ჩვენს და არამარტო ჩვენს მაყურებლისთვის. გვექნება თუ არა სოლო-კონცერტი ამას ჯერ ვერ ვიტყვი და ვერც იმას გეტყვით სად ვაპირებთ წასვლას, რადგან ჯერ ყველაფერი მხოლოდ მე ვიცი და არ მსურს გასაჯაროება.

-ჩვენ აქტიურად მივადევნებთ თვალს ანსამბლის სიახლეებს. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ.

მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. პირველები ჩვენს სიახლეებს ინტერმედიას მკითხველი გაიგებს.

imageimageimageimageimageimage






0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბასილაშვილი
ნინო ბასილაშვილი
21