x
image
გემი დალანდი
გაიგეთ გაქვთ თუ არა ჯადო-მხოლოდ წყლისა და ასანთის დახმარებით
image

ამქვეყნად უამრავი ადამიანია, რომელთა ცხოვრებაც არც ისე კარგად აეწყო. ზოგჯერ, ამ ადამიანებს უფრო წარმატებული ხალხის შურთ და სწყევლიან კიდეც მათ. ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა შელოცვებს, ჯადოს და გათვალვასაც კი მიმართავენ მათ წინააღმდეგ.

ამ მეთოდის დახმარებით სულ ადვილად, სახლის პირობებში გაიგებთ გაქვთ თუ არა ჯადო გაკეთებული ან თვალი აღებული.

დაგჭირდებათ:


ჭიქა წყალი

ორი ღერი ასანთი

დასაწყისისთვის მოდუნდით, დამშვიდდით და დასვით კითხვა: “არის თუ არა ჩემზე უცხო ენერგეტიკული გავლენის კვალი?"

ჭიქაში ჩაასხით წყალი. აიღეთ ასანთის ერთი ღერი, ოღონდ მის გოგირდიან თავს არ შეეხოთ. დაიჭირეთ ვერტიკალურად, წყლის ზედაპირიდან 4-5 სმ-ის დაშორებით და ზუსტად ჭიქის შუაში.

დახუჭეთ თვალები, მოახდინეთ კონცენტრაცია და დასვით იგივე შეკითხვა. გაუშვით ასანთს ხელი და მიეცით საშუალება წყალში ჩავარდეს.

მას შემდეგ, რაც წყალში ჩავარდნილი ასანთის ღერი მოძრაობას შეწყვეტს, გაიმეორეთ ზუსტად იგივე ასანთის მეორე ღერით.

image

ასანთის ღერები რათქმაუნდა გარკვეულ პოზიციას დაიკავებენ, რომლის მიხედვითაც შეიძლება განსაზღვროთ გაქვთ თუ არა ჯადო. ასანთის ღერების განლაგების სამი საბაზისო ვარიანტი არსებობს: ერთმანეთს არ ეხებიან, ეხებიან და ერთმანეთს კვეთენ.

თუ ასანთის ღერები ერთმანეთს არ ეხებიან, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ენერეტიკა სუფთაა გარეშე ზეგავლენისგან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თქვენს პრობლემებსაც წმინდა ფიზიკური ხასიათი აქვთ.

image


თუ ასანთის ღერები ერთმანეთს ეხებიან-ეს იმაზე მიუთითებს, რომ თვალი გაქვთ აღებული ან არაპროფესიონალის ენერგეტიკული ზეგავლენის ქვეშ ხართ.

image



თუ ასანთის ღერები ერთმანეთს კვეთენ-ეს მიზანმიმართულ, მავნე ჯადოზე მიანიშნებს. ასანთის ღერების გადაკვეთის წერტილი კი იმ ენერგეტიკულ ცენტრზე მიანიშნებს, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა. ამ ცენტრის დასადგენად დაყავით ასანთის ღერი ვიზუალურად 6 ნაწილად. ის ასანთის ღერი, რომელიც ზემოდან კვეთს-ამ შემთხვევაში გარე ძალაა, ხოლო დაზიანების დონის დასადგენად მის ქვემოთ მოქცეული ასანთის ღერით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

image


1 დონე

დაზიანებულია სასიცოცხლო ძალების ცენტრი. ვიღაც ცდილობს სიცოცხლის ხალისი და სურვილი წაგართვათ. შინაგანი ორგანოებიდან შესაძლოა დაზიანებული იყოს რეპროდუქციული ორგანოები და თირკმელები.


2 დონე

დაზიანებულია სექსუალური ურთიერთობის ცენტრი. ამ ცენტრის დაზიანება ორგანიზმში აისახება მსხვილი ნაწლავის, სასქესო ორგანოების, შარდის ბუშტის და ქვედა კიდურების სისხლძარღვთა მუშაობის მოშლით.


3 დონე

გავლენას ახდენს შენს საზოგადოებრივ მდგომარეობაზე. ადამიანი, რომელიც უარყოფით ენერგიას გიგზავნით, ცდილობს თქვენი ავტორიტეტის დანგრევას, სხვა ადამიანებთან კონტაქტის უნარის წართმევას და თქვენს სიმარტოვეში მოქცევას. ამ ცენტრის დაზიანება ხშირად აისახება კუჭის მუშაობაზე, თირკმელებზე, ნაღვლის ბუშტზე, წვრილ ნაწლავსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე.


4 დონე

მიუთითებს გულის ცენტრის დაზიანებაზე და სიყვარულზე ზემოქმედებაზე მიანიშნებს.ეს გავლენა თქვენი სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული. ამ ცენტრზე დარტყმისას ადამიანი ცხოვრებისგან კმაყოფილებას ვერ იღებს, ვერ ირჩევს შესაფერის პარტნიორს და მეგობრებს.თავს იჩენენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.


5 დონე

ადამიანი ვეღარ აღიქვამს გარეშე გამაღიზიანებლებს, გულგრილი ხდება. ზიანდება ფილტვები, ბრონქები, ხორხი და ფარისებრი ჯირკვალი


6 დონე

უცხო პირი ცდილობს თქვენს ცნობიერში თავისი აზრების, თქვენთვის უცხო ცხოვრებისეული პროგრამის და მიზნების ჩადებას. თქვენი ძალები ამაოდ იკარგებიან არაფრის მომტანი ქმედებების გამო, რომლებიც თქვენთვის უცხო წარმატებისკენაა მიმართული. ზიანდება თავის ან ზურგის ტვინი, ნერვული სისტემა, ნივთიერებათა ცვლა და ჰორმონალური სისტემა.

0
599
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
599
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0