x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბოკერია-უგულავას პარტია „რუსთავი 2“-ს ღიად დაუპირისპირდა
image

ნაცმოძრაობას გამოყოფილი უგულავა-ბოკერიას ფრთა რუსთავი2-ს ღიად დაუპირისპირდა. გასულ კვირას კურიერი ტყუილში დაადანაშაულა ბოკერიას მეუღლემ, „ტაბულას“ ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც.


9-საათიან კურიერში NDI-ის სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა, სადაც საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებს ეფუძნებოდა", - ამის შესახებ განცხადებას პარტია "ევროპული საქართველო" ავრცელებს.


"შევადაროთ პარტიული რეიტინგები გასულ თვეებში ჩატარებულ არჩევნებს. სულ ოდნავ არის მომატებული ქართული ოცნების რეიტინგი, ძალიან მცირედით ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 12%-დან 4%-მდეა შემცირებული ევროპული საქართველოს მაჩვენებელი."



ეს აშკარად მცდარი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა. თუ ავტორი დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არჩევნების შედეგებს ადარებს, მაშინ გაუგებარია როგორ გაიზარდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შედეგები. თუ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებს გულისხმობდა, მაშინ, NDI-ის 2017 წლის აპრილის კვლევაში ჩვენი პარტია 2% -იან ზღვარს ქვემოთ იყო, ივნისის კვლევაში ევროპული საქართველოს მხარდაჭერას გამოკითხულთა 3% აპირებდა, არჩევნებზე კი, ჩვენმა პარტიამ 10.4% აიღო. იმავე კვლევაში კი, ქართულ ოცნებას 22% უჭერდა მხარს, მათ არჩევნებზე 55.81% მიიღეს, ნაციონალურ მოძრაობას, კვლევის მიხედვით, 7% უჭერდა მხარს, არჩევნებზე კი 17.04% მიიღეს.


რუსთავი 2-ს, როგორც კერძო ტელევიზიას, აქვს სრული უფლება ჰქონდეს სარედაქციო სიმპათიები. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს ეს სიმპათია მიხეილ სააკაშვილის გუნდს ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ამ სიმპათიების გამო ხდება ყალბი ფაქტების გავრცელება, ეს არის მაყურებლის უპატივცემულობა და ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევა. იმ პირობებში, როცა ხელისუფლება განაგრძობს რუსთავი 2-ის დევნას, ეს ტელევიზია კი ქართული ოცნების გავლენის გარეთ დარჩენილი ერთადერთი მსხვილი არხია, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის არჩევანი მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება მათ მაყურებლის ნდობას უკარგავს, რაც ქართული ოცნების ინტერესშია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ამავე თემაზე: რუსთავი2-ის ნიუსი არის სიქაჯის, სიყვითლის, გოიმობის, უცოდინრობის აპოთეოზი- ჩერგოლეიშვილი

0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0