x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოპულარული საჭმელები ,რომლებსაც მთელი მსოფლიო გერმანიის წყალობით იცნობს
გერმანია რომ ავტომობილებით, ელექტროტექნიკით, ლუდით და კიდევ სხვა რამეებით არის სახელგანთქმული ბევრს მოეხსენება, მაგრამ გერმანიას არანაკლები წვლილი მიუძღვის კულინარიაშიც. ქვემოთ გაეცნობით საკვები პროდუქტებს, რომელსაც ამ ქვეყნის წყალობით იცნობს მთელი მსოფლიო.


1) სოსისი-მისი გამოგონება ეკუთვნის გერმანელ ყასაბს იოჰან ლანერს(1772—1845), რომელიც ფრანკფურტიდან ვენაში გადასახლდა, თუმცა სოსისი ფრანკფურტში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იცოდნენ, თუმცა ვენურ სოსისში პირველად გამოიყენეს საქონლის და ღორის ხორცის ნაზავი.

image


2)ძეხვი-ძეხვი ჯერ კიდევ უძველეს დროიდან არის ცნობილი, მოხსენიებული აქვს ჰომეროსს "ოდისეაშიც", ძეხვის დამზადება იცოდნენ ძველ ჩინეთში, ბაბილონში თუ რომში, მაგრამ ამ პროდუქტის მომზადება ძალზე შრომატევადი საქმე იყო, თან მალფუჭებადი, ამიტომ დროთა განმავლობაში მისი დამზადება დავიწყებას მიეცა, ან ძალზე იშვიათად ამზადებდნენ.


შუა საუკუნეებში ძეხვი ორი მიმართულებით განვითარდა: სამხრეთული(სუჯუხი, ბასტურმა) და ჩრდილოული.თანამედროვე სახით ძეხვს ისევ გერმანიის წყალობით ვიცნობთ, რომლის წარმოებაც შუა საუკუნეებში დაიწყო, აქ ისევ ერთმანეთთან მეტოქეობენ ფრანკფურტი და ვენა.ერთი კი ნაღდია, დღეს გერმანია მსოფლიო ლიდერია ძეხვის წარმოებაში, ქვეყანა 1500 სახეობის ძეხვს აწარმოებს.

image


3) გოგლი-მოგლი-ამ პოპულარული და მარტივი ნუგბარის გამომგონებელი გერმანელი კონდიტერი მანფრედ კეკენბაუერია, თუმცა არსებობს სხვა ლეგენდაც, რომ გოგლი-მოგლი გამოგონა ქალაქ მოგილევოდან ვინმე გვარად გოგელმა, რომელმაც ხმა დაკარგა

image


4)შნიცელი-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გერმანულ-ავსტრიული კერძი, ვინც საბჭოთა ეპოქიდან მოდის ყველას ნაჭამი ექნება, რადგან დაწესებულება-ქარხნების სასადილოებში მუდმივად მზადდებოდა.

image


5) კომბოსტოს მწნილი-ითვლება გერმანულ ნაციონალურ კერძად, რომელსაც ძირითადად გარნირად იყენებენ(ისევე როგორც მთელს მსოფლიოში)პირველად მოხსენიებულია 1270 წელს გერმანელი პოეტის ვერნერ მებაღეს(Wernher der Gartenaere)ნაწარმოებში.

image


6)დათუნია მარმელადი-მისი შექმნის იდეა ეკუთვნის ჰანს რიგელს(1920 წელი), რომელსაც აქლაქ ბონში საკონდიტრო ფაბრიკა ჰქონდა.

image


7) ერთჯერადი ჩაის პაკეტი-გამოიგონა გერმანელმა ინჟინერმა ადოლფ რამბოლდმა 1929 წელს.

image


0
147
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0