x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს? - რას გვირჩევს მოძღვარი

image


ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება კითხვა, რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს. ამის შესახებ კვალიფიციურ რჩევას სასულიერო პირი გვაძლევს.


„ – ადამიანს შეიძლება ჰყავდეს ერთი და მეტი ნათლია. რაც შეეხება ნათლიის მნიშვნელობას და მოვალეობას, ეს არის ადამიანთან თანამონაწილეობა მარადიულ შობაში. ნათლია არის თანამონაწილე მშობელი, რომ იგი, ადამიანი, იბადება მარადიულად ქრისტეში, ანუ ნათლია სულიერი მშობელი გამოდის ადამიანის. მოძღვარი პირველად მოიხსენიება ლოცვაში, ვიდრე შენი ბიოლოგიური მშობელი. ასევე ნათლიაც უფრო მაღლა დგას სულიერი სტატუსით, ვიდრე ხორციელი ნათესავი. ამიტომ ყველა ნათლია ვალდებულია თვითონ იყოს სულიერი ადამიანი. სამწუხაროდ, თვითონ ნათლიაა ხშირად მოსაქეცვი. ნათლობა არ არის ღონისძიება, ეს არის მისტიკური შეერთება ქრისტესთან. ნათლია – ეს არის ადამიანის სულიერი მიმყვანებელი ქრისტესთან. ნათლია თვითონ უნდა ცხოვრობდეს ეკლესიურად, “ - ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი სხირტლაძე.

0
159
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0