x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არტურ კონან დოილის საყვარელი კალმების ბრენდი, რომლითაც მწერალმა არაერთი ნაწარმოები შექმნა
image
"როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ისეთ საწერ-კალამს, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს - მონათესავეა ჩემი სულისა." - წერდა არტურ კონან დოილი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის კალამზე, რომელიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
"დაწერილი სიტყვა ყველა ჩვენგანის შთაგონების წყაროა" - ეს კომპანია Parker-ის ცნობილი დევიზია. დევიზი სულ რაღაც 5 წლის წინ შეიქმნა, თუმცა თავად კომპანია სულ მალე 130 წლის იუბილეს აღნიშნავს.

130 წლის წინ 25 წლის ჯორჯ საფორდ პარკერი, რომელიც იმ დროს მასწავლებლად მუშაობდა, მიხვდა, რომ იმ პერიოდში არსებული დაბალი ხარისხის კალმები ვერ აკმაყოფილებდა მომხმარებლის მოთხოვნებს და საჭირო იყო რაიმე ახლის შექმნა. მალევე მან დააარსა პარკერის კალმების კომპანია, მარტივი იდეით "ყოველთვის იქნება შესაძლებელი შექმნა უკეთესი კალამი", რასაც ინოვაციური ტექნოლოგიური პროგრესი მოჰყვა კალმების წარმოების კუთხით და პარკერი მსოფლიოს წამყვან ბრენდად იქცა. პარკერი იყო პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა კალამი მელნით.

Parker-ის კალმები დაკავშირებულია მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებთან. ალბათ ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ 1945 წელს სწორედ ამ ბრენდის კალმით მოეწერა ხელი იაპონიის კაპიტულაციის აქტს და აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანიც სწორედ ამ ბრენდის კალმით აწერდა ხელს ყველა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას.



გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, დროთა განმავლობაში Parker-ის საწერი კალმები ძვირფას და პრესტიჟულ საჩუქრად იქცა. დღეს ამ ბრენდის კალმის ჩუქება მიუთითებს იმაზე, რომ საჩუქრის ადრესატი შენთვის ძვირფასი, ამვადროულად დახვეწილი გემოვნების მქონე და წარმატებული ადამიანია.

Parker-ის ბრენდის უმაღლესი ხარისხის კალმების შეძენა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. მას წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" სთავაზობს თავის მომხმარებელს Luxury Gifts-ის მიმართულების ფარგლებში, სადაც გარდა პარკერისა, შეხვდებით Hugo Boss-ის, Pierre Cardin-ის და Moleskine-ის დახვეწილ, გემოვნებიან სასაჩუქრე ნივთებს. ასე რომ, თუ ეძებთ გემოვნებიან საჩუქარს და ჯერ კიდევ არ იცით რა შეურჩიოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს არტურ კონანდოილის საყვარელი ბრენდის კალამი ნამდვილად კარგი არჩევანია.

0
44
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0