x
image
ღიმილიანი
"You're Beautiful" - ჯეიმს ბლანტის სიყვარულის ისტორია სიმღერის მიღმა

image


ჯეიმს ბლანტის ამ სიმღერის რამდენიმე ვერსია არსებობს.

სიმღერის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ:



  • დასაწყისში ბლანტი მღერის ერთი და იმავე ფრაზას ორჯერ ("My life is brilliant"). როგორც ცნობილია, ეს იყო შეცდომა ჩაწერის დროს, მაგრამ ჯეიმს ბლანტმა გადაწყვიტა, რომ ხელშეუხებლად დაეტოვებინა.
  • სიმღერა გაიყიდან 625, 000 ჯერ 2006 წელს დიდ ბრიტანეთში, ხოლო ამერიკელებმა იყიდეს მისი 3 მილიონი ეგზემპლიერი
  • ამ სიმღერამ მოიგო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის "Ivor Novello for airplay"
  • მოგვიანებით, 2014 წელს თავად მომღერალმა განაცხადა, რომ ეს სიმღერა სძულდა.

აი, სიძულვილის მიზეზიც:

ალბათ, ბევრმა არ იცის ამ სიმღერის დაწერის ისტორია.

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი ამბობს, რომ იგი დაიწერა მისი ყოფილი შეყვარეულის გამო.


"ძალიან საშინელი შეგრძნება დამეუფლა, როცა ჩემი ყოფილი შეყვარებული დავინახე ლონდონის მეტროში თავის ახალ შეყვარებულთან ერთად. მე არ ველოდი ამას. მანაც მომკრა თვალი, მაგრამ მე არაფერი მომიმოქმედებია, მას შემდეგ ის აღარც მინახავს" - განაცხადა ჯეიმსმა ერთ-ერთ შოუში.



image



სიმღერის ოფიციალური ვიდეო გადაღებულია სემ ბრაუნის მიერ, კლიპში ჯეიმს ბლანტის მოქმედება ასახავს თვითმკვლელობის მცდელობის სცენას იაპონური ტრადიციის მიხედვით ( ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გახდა, ჯიბეებიდან ყველა ნივთის ამოღება, სანამ მაღალი კლდიდან გადახტებოდეს )



image




კლიპის ბოლოს მომღერალი წყალში ხტება, მას აღარ შეუძლია თავისი შეყვარებულის გარეშე ცხოვრება...




image





0
17
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0