x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"მერიიდან ვართ 2 ლარად ვასუფთავებთ...." - ნუ მოტყუვდებით
image


"მერიიდან ვართ 2 ლარად ვასუფთავებთ...." - ალბათ არაერთი "კომპანიის" წარმომადგენელი მოსულა თქვენს საცხოვრებელ სახლთან და 2 ლარად სადარბაზოს გაწმენდა შემოუთავაზებიათ.


სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ ვითომ მერიის წარმომადგენელს 2 ლარს უხდით ვარკეთილში მეტროსთან ახლოს ერთ პატარა ოთახში ამ ბიზნესის "ბოსები" ახალ ნაკადს ღებულობენ და შემწავლავი აპარატით აღჭურვილ პირებს სხვადასხვა ლოკაციებში უშვებენ.



ბევრი წერს დაუზუსტებელ ფაქტებს, თუმცა ეს რაც მე დავწერე და კიდევ დავწერ დაზუსტებულია, რადგან მეგობრის სურვილი, რომ მე დავესაქმებინე ვარკეთილის ფილიალს მიწვდა.




მეც ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი სტუდენტისთვის მორგებულ გრაფიკს იმ იმედით, რომ მართლა ის სიტუაცია იყო, რასაც სოციალურ ქსელში წერდნენ.


1. გრაფიკი მორგებული

2. სამუშაო მინიმუმ 30 ლარიანი ანაზღაურებით

3. საზოგადოებასთან ურთიერთობა


image

ეს ყველაფერი მაწყობდა და მომწონდა კიდეც, თუმცა არც მიფიქრია, რომ საქმე დიდ მაფიასთან მქონდა. მისვლისთანავე ერთერთმა ძველმა თანამშრომელმა დამატრენინგა, თუ, როგორ უნდა შემეწამლა სადარბაზო 2 ლარად.


მივხვდი, რომ ეს ის არ იყო რასაც ველოდი და იმასაც მივხვდი, რომ ეს ხალხი თავიანთი იერით, ჩაცმის სტილითა და საუბარით არც მერიის წარმომადგენლები იყვნენ და მითუმეტეს არც 30 ლარის მომცემი . ისიც აღსანიშნავია, რომ ხმა, რომელიც მომესმა "დღეში 5 ლარს ძლივს ვაკეთებ" უკვე პიკი იყო და გასვლა ვთხოვე. როგორც კი გავედი მეტროში ჩავირბინე და წავედი.



ინტერნეტში ძებნის შემდეგ მივხვდი, რომ ის რასაც ვფიქრობდი 100 % რეალური იყო და რაღაც 40 კილოიანი აპარატის ტარებით სადარბაზოში გამოსული ხალხი ცემით ამომხდიდა სულს, რადგან წამალს წამლის სუნიც არ ქონდა, წყალს ასხამდნენ.



საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ არ გაუღოთ კარი და არ გადაუხადოთ ის 2 ლარი, რომელიც სიმწრით ნაშოვნია და არა მათსავით თაღლითური სქემით მოპოვებული.



image


















0
92
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0