x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჯეიმს ბლანტი 26 მაისს საქართველოს ეწვევა - მისი გაცნობის რეალური შანსი ქართველ მსმენელს...

საქართველოს ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი ეწვევა, კონცერტი 26
მაისს საქართვლოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული
ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება და მასში ქართველი შემსრულებლებიც
მიიღებენ მონაწილეობას.

image

მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან შეასრულებს.
ასევე ყველასთვის საყვარელ და ნაცნობ ჰიტებს "You are so beautiful" და
"Goodbye My lover".

მომღერლის გადაწყვეტილებით ის ადამიანები რომლებიც ბილეთებს 31 იანვრამდე
შეიძენენ, მათ შორის 3O იღბლიანს ვარსკვლავის პირადად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა. ის რომ James blunt-ის მსოფლიო ტურნეში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, იქიდანაც ჩანს რომ მომღერალმა გადაწყვიტა სპეციალური შეთავაზება გაუკეთოს ქართველ მსმენელს და პირადად შეხვდეს მათ. მისი სტუმრობა დაგეგმილია მსოფლიო ტურნეს ფარგლებში.

კომპანია Black Pearl Live მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუვიწყარ შოუს გვპირდება.

ახალ დაფუძნებული კომპანია ქართულ ბაზარზე მასშტაბურ
ფესტივალებს, კონცერტებსა და შოუებს გეგმავს, რომელიც სტარტს James blunt-ის კონცერტით აიღებს.

პრიორიტეტი მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი შემსრულებლების პოპულარიზაციაცაა.

მასთან ერთად სამხრეთ აფრიკული ჯგუფი იოჰანესბურგიდან ჩამოვა და
მიხეილ მესხის სტადიონზე აფრიკული მუსიკალური სტილით როკ კომპოზიციებს შეასრულებენ.

მათთან ერთად სცენაზე იქნებიან ქართული ალტერნატიული როკ ბენდები
"loudspeaker" და "Young georgian lolitaz".

ძალიან საპასუხისმგებლოა ასეთ ტურნეში ქართული ჯგუფების მონაწილეობა და
ემზადებიან ასეთ დიდ აუდიტორიასთან შესახვედრად.

James blunt-ის კონცერტების ტურნე უკვე დაწყებულია და მის ოფიციალურ
ვებგვერდზე უკვე აღნიშნულია საქართველოში ვიზიტი.
ამ ოფიციალური ვებ გვერდიდან ბილეთები მსოფლიო მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.





1
3
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
3
  
2018, 19 იანვარი, 10:51
ჩემი
0 1 1