x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰაეროვანი ''კიევის ''ტორტი
image

ვისაც უკრაინასთან შეხება გაქვთ ''კიევის'' ტორტი გასინჯული გექნებათ.

იგი მიეკუთვნება ჰაეროვან ნიგვზიან ტორტებს და ძალიან გემრიელია.

ცომი: 1ჭ შაქარი


1ჭ დაჭრილი მოხალული ნიგოზი

10 ც კვერცხის ცილა

2 ს/კ ფქვილი

ვანილი

მარილი დანის წვერით


კვერცხის ცილა მიქსერით, კარგად ავთქვიფეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ მარილი, შაქარი, ვანილი და ისევ თქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ნიგოზი, ფქვილი და კოვზით, ნაზად ამოურიეთ .თვალით გაყავით ორ ნაწილად და გადაიღეთ დაბალ ფორმებში (ფორმას დაუდეთ პერგამენტის ქაღალდი). ცხვება ღუმელში, დაბალ ცეცხლზე, 2-2, 5სთ-ით.


კრემი: 1ც შედედებული რძე ''სგუშონი''

400გრ კარაქი

100გრ შაქრის პუდრა

2ს/კ კაკაო

1ს/კ კონიაკი

ვანილი

მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრა. დაუმატეთ შედედებული რძე, ვანილი, კონიაკი. გაყავით ორ ნაწილად . ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო.

თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკონდიტრო საღებავიც.მორთეთ სურვილისამებრ და გემრიელად მიირთვით.






2
1398
2-ს მოსწონს
ავტორი:bekanare
bekanare
1398
  
2012, 23 სექტემბერი, 17:19
ეგ მაგარი დაწერე:DDDDDD საგოლ
2012, 23 სექტემბერი, 17:18
რეცეპტს გადმოვიწერ:)))))))))))
0 1 2