x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ცოლს პირობა მისცა,რომ ხელების მოჭრის შემდეგ ბავშვებს ვეღარასდროს მოეფერებოდა"-მოსკოველმა ქირურგმა სასწაული მოახდინა

imageიკროქიურგ ტიმოფეი სუხინინს მოსკოვის №71 კლინიკიდან უწოდეს ექიმი, რომელმაც სასწაული ჩაიდინა, ახალგაზრდა ქალს მაჯაში ნაჯახით გადაჭრილი ხელი უკან მიაკერა.


დეკემბრის შუა რიცხვებში მოსკოვის №71 კლინკაში ექსტერნად სერპუხოვოდან(მოსკოვის შემოგარენი) შემოყვანეს 25 წლის პაციენტი, რომელსაც ორივე ხელი მაჯაში მოჭრილი ჰქონდა.აქედან ერთი ხელი კონტეინერით მოიტანეს, სუხინინს ის უნდა მიეკერებინა.სიტუაციას ართულებდა ის, რომ პაციენტი რომ სისხლისგან არ დაცლილიყო და არ გარდაცვლილიყო სერპუხოვოს ექიმებმა გოგონა ძარღვები "გაკვანძეს", როგორც გაირიკვა 25 წლის მარგარიტა გრაჩევას ქმარმა დააჭრა ხელები იმის გამო, თუ რატომ გადაწყვიტა ქალმა მასთან გაყრა, თან მიაყვირა:"აწი ამ ხელებით ბავშვებს ვეღარასდროს მოეფერები".

image

ოპერაცია 9 საათი გრძელდებოდა, მიკროქირურგმა ჯერ ნაწილ-ნაწილ ააწყო ახალგაზრდა ქალის ხელი, შემდეგ კი მიაკერა, ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაცია, საქმე იმაშია, რომ ექიმებმა მხოლოდ 1% მისცეს შანსი რიტას, რომ ხელს აამოძრავებდა, თუმცა გოგონა სამ თითს უკვე ამოძრავებს.


image

–ძალიან კარგი ამბები მაქვს, ორ თითზე დავტოვეთ დამჭიმი ჩხირები, ერთი თვის შემდეგ მოვხსნით და რიტას შეეძლება ხელი სრულფასოვნად დატვირთოს-განაცხადა комсомольская правда-სთან საუბარში სუხინინმა.


-ყველაზე საშინელი ის იყო ამ ფაქტში, რომ რიტა ამ დრო ყველაფერს გრძნობდა-საუბარში ჩაერთო სუხინინის კოლეგა, მიკროქირურგი გიორგი ნაზარიანი-იმ არამზადამ მაჯები წინასწარ შეუხვია, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო, ეგრევე ანსთეზიის გარეშე წარმოიდგინეთ, ჯერ ერთი ხელი შემდეგ მეორე, თან განა ორი დარტყმით, როგორც ვხვდებით ნაჯახი საკმაოდ ბლაგვი იყო და რამდენჯერმე დაარტყა, რომ გენახათ რა დარჩა ქალი მარჯვენა ხელიდან....არა და რიტას ამ დროს გონება არ დაუკარგავს.


-ოცი წელია ვმუშაობ მიკროქირურგად, ბევრი რამ მინახავს მაგრამ ასეთი?-აღნიშნა სუხინინმა-მაგალითად ჩხუბის შემდეგ, როდესაც ხელი მოუჭრიათ, მატარებელს გადაუვლია...90-იან წლებშიდაც კი, როდესაც ბანდიტები დათარეშობდნენ და ერთმანეთს კლავდნენ-ჩეხავდნენ, მაშინაც კი არ მახსოვს მსგავსი...ასე როგორ უნდა მოექცე შენთვის ძვირფას ადამიანს, თან აწამო ერთი საათი....

imageფოტოზე: მარგარიტას ოჯახი და ქმარი



აღსანიშნავია, რომ მის ქმარს მხოლოდ 4 წელი პატიმრობა მიესაჯა და ამჯერად ციხიდან განაგრძობს მუქარას ცოლის მიმართ.


1
233
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
233
  
2018, 18 იანვარი, 23:17
სადისტი...მზის შუქი არ უნდა ანახო ასეთს.:(
ის ამბავი გამახსენდა, რამაზ დათიაშვილმა რომ მიაკერა ფეხები ლიტველ გოგონას.
0 1 1