x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იგავი უდიდესი სიბრძნით

მას წყლით სავსე ჭიქა იქამდე ეჭირა ხელში, ვიდრე ყველა სტუდენტის ყურადღება არ მიიქცია. ხოლო შემდეგ, იკითხა:

— როგორ ფიქრობთ, რამდენს იწონის ეს ჭიქა?

image

— 50 გრამს!

— 100 გრამს!

— 125 გრამი იქნება! — გამოთქვეს ვარაუდი სტუდენტებმა.

— არც მე ვიცი, — გააგრძელა პროფესორმა, — ეს რომ გავიგოთ, უნდა ავწონოთ. მაგრამ, მისი ზუსტი წონა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, არც ისე მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ მე ჭიქა რამდენიმე წუთით ასე მეჭირება?

— არაფერი, — უპასუხეს სტუდენტებმა.

— კარგი. რა მოხდება, თუ მთელი საათით მეჭირება? — ისევ იკითხა პროფესორმა.

— ხელი გეტკინებათ, — წამოიძახა ერთმა სტუდენტმა.

— ასე. და თუ მთელი დღე მეჭირება, მაშინ?

— ხელი გაგიშეშდებათ, კუნთის ძლიერ დაჭიმულობას იგრძნობთ. შეიძლება, პარალიზებაც დაგემართოთ და საავადმყოფოში დაგვჭირდეს თქვენი გადაყვანა, — თქვა სტუდენტმა, აუდიტორიის სიცილის ფონზე.

— ძალიან კარგი, — ყოველგვარი შეშფოთების გარეშე, თქვა პროფესორმა. — როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა ჭიქის წონა ამ დროის მანძილზე?

— არა, — იყო პასუხი.

— მაშინ საიდან გაჩნდა ტკივილი შეგრძნება მხარში და დაჭიმულობა კუნთებში?

აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა.

— რა უნდა გავაკეთო, რომ ტკივილი გავიყუჩო? — იკითხა პროფესორმა.

— ჭიქა დადგით, — გაისმა რჩევა აუდიტორიიდან.

— აი, — წამოიძახა პროფესორმა, — სწორედ ასე ხდება ცხოვრებისეულ პრობლემებთან ან უიღბლობასთან დაკავშირებით. მასზე რამდენიმე წუთი თუ იფიქრებთ — ნორმალურია. თუ დიდხანს იფიქრებთ — ტკივილს იგრძნობთ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გამუდმებით იფიქრებთ, ის თქვენს პარალიზებას მოახდენს და საერთოდ ვეღარაფრის გაკეთებას ვერ შეძლებთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageბედისწერის ხელში

ამბავი ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე

თუ პრობლემები გაქვს ცხოვრებაში...

0
343
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0