x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი - საინტერესო ცნობები


ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქცინირების ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს:

- ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა)

-იმპულსურობას ( უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე)

-ჰიპერაქტივობას ( მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე), რასაც ხშირად თან ახლავს ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.image


ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომში (ADHD)ერთიანდება ინდივიდების ორი ჯგუფი: პირველი ჯგუფი- ყურადღების დეფიციტით ჰიპერაქტივობის გარეშე; მეორე ჯგუფი- ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობით და ჰიპერაქტივობით.
პირველ ჯგუფში გაერთიანებული ბავშვები ხასიათდებიან როგორც უფრო აპათიურები, მეოცნებე, ინერტული, მოდუნებული, ზანტი, მორცხვი ინდივიდები, აქვთ სწავლის პრობლემები.
მეორე ჯგუფში გაერთიანებული ბავშვები ხასიათდებიან იმპულსურობით, ძლიერი აქტიურობით, მოუსვენრობით, ხშირად, აგრესიული ქცევით

ADHD-ს ხშირად თან ახლავს ამოციური აშლილობა- შფოთვა და დეპრესია. ADH-ის სიმპტომები, ძირითადად, ადრეული ბავშვობიდანაა შესამჩნევი. ჩვილობის ასაკიდანვე შეუძლებელი ხდება ასეთი ბავშვის ქცევის წინასწარმეტყველება. ერთ წუთს ტირის, მეორე წუთს კი მშვიდდება. იგი ხასიათდება გაღიზიანებულობით დაუკმაყოფილებლობით, მომთხოვნელობითა და მოუსვენარი ძილით.

image


მიუხედავად იმისა, რომ ADHD-ის მქონე ბავშვები განსხავვებულ სიმპტომებს ამჟღავნებენ, მათთის ყველაზე მეტად დამახასიათებელია უყურადღებობა, იოლი გადართვადობა, დეზორგანიზებულობა, იმპულსურობა, ჰიპერაქტივობა.
ასეთ ბავშვებს უჭირთ სკოლაში სწავლა, აქვთ სოციალური და ემოციური ადაპტაციის პრობლემები, რადგან ისინი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან მარცხისა და წარუმატებლობის მიმართ ორ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში-სწავლასა ურთიერთობებში.



ADHD- ის რაიმე კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. მკვლევრები ცდილობენ, მისი განვიტარება გენეტიკურ, ბიოქიმიურ, ნეირობიოლოგიურ და გარემოს ფაქტორებს დაუკავშირონ. ერთ-ერთი მოდელი წარმოდგენილია შვიდი ურთიერთქმედი კომპონენტით:

- გენეტიკური მიდრეკილება
-განვითარებაში ჩამორჩენა
-საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური და სოციალური უნარები
-აზროვნების სპეციფიკური პრობლემები
-არახელსაყრელი გარემო
ემოციური პრობლემები და რთული დამოკიდებულება ოჯახში

არსებობს ADHD-ის ეტიოლოგიის ამხსნელი ბიოლოგიური, ინტრაფსიქიკური და ფსიქოსოციალური თეორიები.



0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0