x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
9 პროფესიონალი მათხოვარი, რომელიც დიდი ალბათობით თქვენზე მდიდარია!
image

ზოგჯერ როდესაც ჩვენ უფულოდ ანუ როგორც ჩვენ ვიტყოდით ''მაგარ გაჭედილში'' ვართ, თავს მათხოვრად ვგრძნობთ.მაგრამ, იცით რომ ზოგი მათხოვარი ჩვენზე მდიდარია და საკმაოდ დიდი თანხა აქვს ანგარიშზე?დიახ!ეს დაუჯერებლად ჟღერს თუმცა სიმართლეა.

როგორც იტყვიან, "ყოფილი მათხოვარი'' არ არსებობს.მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მდიდრები გახდებიან ისინი, მათ არ სურთ მათხოვრობას შეეშვან, რამეთუ სწორედ ამ მათხოვრობით გამდიდრდნენ.

წარმოგიდგენთ 9 ''მდიდარ'' მათხოვარს ინდოეთში, რომლებსაც საკუთარი ბინები, მიწის ნაკვეთები და დიდი თანხა აქვთ ანგარიშზე, მოკლედ რომ ვთქვათ ყველა პირობა ნორმალური ცხოვრებისათვის, მაგრამ მაინც ისე ცხოვრობენ როგორც უწინ.


1.ბარატ ჯეინი(Bharat Jain)

ბარატ ჯეინი ბარატ ჯაინი(Bharat Jain), მეოჯახე კაცია მეწარმის გამოხედვით.ის ძირითადად მუმბაიში, მაგრამ პარელის რეგიონის გარეთ მათხოვრობს, რადგან ამ რეგიონში ორი ბინა აქვს რომლებიც 70 ლაკათაა(Lakh-ფულის ერთეული ინდოეთში) შეფასებული, რაც ჩვენ ფულზე 280.000.000 ლარს აღწევს.თუმცა დილიდანვე რეგიონიდან რეგიონში წანწალით და მათხოვრობით ისე დაკავებულია ბინებში მხოლოდ კვირაში ერთხელ თუ შეირბენს.თუმცა ეს ამად ღირს რადგან ამ მათხოვრობით ყოველთვიურად დაახლოებით 75.000 რუპიას ანუ 3000 ლარს აგროვებს.გარდა ამისა, ის მაღაზიის მესაკუთრეცაა, რომელიც გაქირავებული აქვს 10.000 რუპიად (Rupee, იგივე Rs-ასევე ფულის ერთეული) და ყოველთვიურად ჩვენ ფულზე 400 ლარი იქიდან შემოსდის.მის ოჯახს სკოლის რვეულების ბიზნესი აქვს და არაერთხელ თხოვეს მათხოვრობას თავი დაენებებინა მაგრამ ის ისეთი მოწადინებული და გატაცებულია ამ საქმით რომ არავის არ უსმენს.

2.კრიშნა კუმარ გითე(Krishna Kumar Gite)

კრიშნა კუმარ გითე კრიშნა კუმარ გითე(Krishna Kumar Gite)კიდევ ერთი საკვირველი ახალგაზრდაა რომელსაც ასევე კომერციული ფართი აქვს.კრიშნას საყვარელი სამათხოვრო ადგილი სიპი თენქთანაა, ჩარნი როუდის ქუჩაზე მუმბაიში(Charni road, Mumbai).იგი ყოველდღიურად დაახლოებით 1500 რუპიას ანუ 60 ლარს გამოიმუშავებს რაც თვეში 1800 ლარია.აქვს ბინა ნალასოპარაში(Nallasopara) სადაც ძმასთან ერთად ცხოვრობს.ჩვენდა გასაოცრად როგორც კრიშნა გვამცნობს, იგი ფულის საქმეში არ ერევა და ყველაფერს მისი ძმა განაგებს.

3.სამბაჯი კალე(Sambhaji Kale)სამბაჯი კალე

სამბაჯი კალე(Sambhaji Kale), თავის ოჯახის ოთხ წევრთან ერთად ხარის რეგიონში მათხოვრობს მუმბაიში(khar region of Mumbai) და ყოველდღიურად ათასობით დოლარს გამოიმუშავებს.მას ერთი ბინა აქვს ვირარში(Virar) და ორი სახლი სოლაპურში(Solapur) პატარა მიწის ნაკვეთით, ათასობით ლაკი აქვს ჩადებული საკმაოდ მომგებიან ინვესტიციებსა თუ ბანკებში.

4.სარვატია დევი(Sarvatia Devi)

სარვატია დევი სარვატია დევი(Sarvatia Devi) პატნადან(Patna) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი მათხოვარია მთელ ინდოეთში.მას პატნაში კომფორტული ბინა აქვს კინოთეატრ ''აშოკ''-ის(Ashok Cinemas) უკან, ყავს გათხოვილი ქალიშვილი, რომელიც საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს.მას ჭკვიანური ინვესტიციები აქვს განხორციელებული და ყოველთვიურად 50, 000 რუპიამდე ანუ 2000 ლარს იღებს არაფრისგან.

5.მასუ ა.კ.ა მალანა(Massu a.k.a Malana)

მასუ ა.კ.ა მალანა თავის თანატოლებს შორის, დიდი ალბათობით, მასუ ა.კ.ა მალანაზე(Massu a.k.a Malana) მოხერხებულ და ჭკვიან მათხოვარს ვერსად შეხვდებით.ის ყოველდღე რიკშით (Rickshaw-ღია ტიპის სამაკაჭკა, რომელიც აზიურ ქვეყნებში გამოიყენება როგორც ჩვენთან ტაქსი) თავის სამათხოვრო არეალისკენ მიემართება, გადაიცმევს მათხოვარივით და რვა საათის განმავლობაში შეუსვენებლად მათხოვრობს, შემდეგ კი ჩაფულიანებული სახლში ბრუნდება.ის ძირითადად მაღალი კლასის რესტორნებსა თუ კაფეების წინ მათხოვრობს და შესაბამისადაც ძირითადად მდიდარი ბიზნესმენების და ნასვამი ბოლივუდის მსახიობების წყალობით აგროვებს საკმაოდ დიდ თანხას.მისი ქონება შეფასებულია 30 ლაკად ანუ 120.000 ლარად, და სხვა განხორციელებულ ინვესტიციებს არ ასაჯაროვებს, ყველაფერში ხომ არ ჩაგვახედებს.

6.პაპუ კუმარი(Pappu kumar)

პაპუ კუმარი პაპუ კუმარი(Pappu kumar), მათხოვარი რომელსაც მარცხენა ხელი და ფეხი მოტეხილი აქვს უბედური შემთხვევის შედეგად, პატნას რკინიგზის სადგურში(Patna Railway Station) მათხოვრობს.მას ბანკში ანგარიშზე სულ მცირე 5 ლაკი ანუ 20.000 ლარი უდევს.ამასთანავე იგი 2000 კვადრატული მეტრის ფართობის მეპატრონეა რომელიც დაახლოებით 600.000 ლარად არის შეფასებული.

7.ლაქშმი დასი(Lakshmi das)

ლაქშმი დასი აწ უკვე ''პენსიაზე'' გასული მათხოვარი ლაქშმი დასი კოლკატადანაა(Kolkata) და ფლობს საბანკო ანგარიშს.ბანკის წარმომადგენლების მონაცემებით, რომლებმაც მისი ოთხი ათწლეულის მანძილზე ნაგროვები ხურდები დათვალეს, აღნიშნავენ რომ ხურდებს მთელი 100 კუბური მეტრი ეკავა და დათვლაც კი გაუჭირდათ.ლაქშმი გაცილებით უფრო მდიდარია, ვიდრე ის გამოიყურება.მისი ამბავი ვირუსივით გავრცელდა მას შემდეგ, რაც ყვითელმა პრესამ მის შესახ გაიგო და მთელი ჟურნალ-გაზეთები მისი სურათებითა და ისტორიით იყო აჭრელებული.თუმცა მედიის ყურადღებამ მისი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა, რადგან ცნობილი გახდა და მას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეხმარებოდა.უფრო მეტიც, ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იგი უცხოელი მოქალაქეებისგანაცკი იღებდა იმეილებს რომლებიც ლაქშმის დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ. ''მე მთელი ცხოვრება შავი დღისთვის ვაგროვებდი ფულს, სწორედ ამ დროისთვის როდესაც უკვე მათხოვრობა აღარ შემეძლებოდა.ვიცოდი რომ ერთ დღეს დავბერდებოდი, შემექმნებოდა ჯანმრთელობის პრობლემა...გავითვალისწინე ეს ყველაფერი და ფულს არ ვხარჯავდი''-განუცხადა მან BBC-ს.

8.ჰაჯი(Haji)

ჰაჯი ჰაჯი მუმბაიდანაა.მათხოვრობით მისი ყოველდღიური შემოსავალი 2000 რუპია, ანუ 80 ლარია, რაც ყოველთვიურად 2500 ლარი გამოდის.ასევე უძრავი ქონება აქვს რამოდენიმეგან რომელიც 15 ლაკად ანუ 60.000 ლარადაა შეფასებული.ის ძირითადად ტაძრებისა და მეჩეთების წინ მათხოვრობს, მისი შემოსავალიკი სადღესასწაულო დღეებში ორმაგდება.ის დედასთან და დასთან ერთად ჩეტას ბანაკში(Cheetah Camp-ერთ-ერთი დროებითი თავშესაფარი/ბანაკი ინდოეთში) ცხოვრობს.მის ოჯახი საოჯახო ბიზნესს ეწევა და ქარხანა აქვს, სადაც დედის იძულებით მუშაობს სხვა 15 დასაქმებულ მუშებთან ერთად.თუმცა, ჰაჯი აღნიშნავს რომ ქარხანაში მუშაობა რთულია და განმარტოებით უნდა ცხოვრება როდესაც ნორმალური შემოსავალი ექნება.(არაა კმაყოფილი :D)

9.რამბაი(Rambai)

რამბაი ს, ს, ს.

P.S.ოცარია...ს...ს...ს...

თ 1-2 თ. :D

სიგიჟეა...

2
602
4-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
602
  
0 1 2