x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი ქართული სამი ღვინო - ქართული ღვინო ევროპის ბაზარზე
მთავარი

ქართული ღვინო საქართველოში და ევროპაში არა მხოლოდ მისი ხარისხით, არამედ სხვადასხვა ნიშნებით ფასდება. ამაზე მცირე მარნების თუ ღვინის კომპანიების წარმოებული ღვინოების "დასახელებებიც" ნათლად მეტყველებს.

აღსანიშნავია რომ, გაყიდვების მხრივ თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელი კომპანია მსგავს მონაცემებს ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებული მონაცემები კი ასე გამოიყურება: საქართველოში გაყიდული ბოთლის ღვინოდან 45% "საფერავზე" მოდის. ( უპირატესობა ხაშმის, კონდოლისა და ხოდაშენის მიკროზონებს ენიჭებათ.) დაახლოებით ამდენივე იყიდება "რქაწითელიც". აქვე აღსანიშნავია რომ, მასში რქაწითელისა და სხვა ჯიშის ყურძნის კუპაჟური წესით მიღებული ღვინოებიც შედის. ხოლო დარჩენილი 10%-დან დაახლოებით 7 - 8% დასავლეთ საქართველოში მოწეული ყურძნისაგან - ალექსანდროული, ალადასტური, მუჯურეთული, ტვიში, უსახელოური და სხვა..- დამზადებულ ღვინოზე მოდის. ხოლო ისეთი ბოთლის ღვინოები, როგორიცაა მაგალითად: ციცქა, ხიხვი, ჩინური და სხვა საქართველოში მცირე რაოდენობით იწარმოება და შესაბამისად მცირე რაოდენობითვე იყიდება...

imageგაყიდვების მხრივ სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ, მაშინ, როდესაც ქართული ღვინო ევროპაში გადის. ღვინის კომპანიების მიერ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემებით, დაახლოებით ასეთი მდგომაროებაა: საფერავი - 75%, რქაწითელი (კუპაჟითა და ვარიაციებითურთ) - 20%, ხვანჭკარა, უსახელოური და სხვა.. 5%.


განაგრძეთ კითხვა

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0