x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
ლამაზი და წარმატებული ქართველი ქალები,რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ

image





image


საქართველო საუკუნეების განმავლობაში სახელგანთქმული იყო ღვინით, სიმღერით და ლამაზი ქალებით. ქართველი ქალი უკარებასთან, სილამაზესა და სიამაყესთან ასოცირდებოდა.თანამედროვე ქალები კი დასავლეთის ვარსკვლავებსაც არ უდებენ ტოლს, თანაც შესანიშნავად უთავსებენ კარიერას ოჯახურ ცხოვრებას.

მოდით, ვნახოთ ყველაზე მომხიბვლელი ქართველი ქალები, რომელთაც რუსეთში წარმატებას მიაღწიეს.



ლაურა ჯუღელია

image

პროექტ peopletalk.ru-ს დამფუძნებელი, რუსული Vogue-ის ერთერთი ქრონიკის რედაქტორი, მოსკოვის ყველაზე პოზიტიური IT-girl, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული.

მისი დილა 8:30-ზე იწყება, თუ მასაჟზე ან პილატესზეა წასასვლელი-მაშინ დილის 7 საათზე. აბა, როგორ? სილამაზე და ჯანმრთელობა მსხვერპლს მოითხოვს.სამოსს კი ლაურა წინა საღამოს იმზადებს, ამიტომ დილაობით ჩაცმაზე დიდ დროს არ კარგავს.

imageსამუშაო დღე კი 9:30-ზე იწყება და საღამოს 7 საათამდე გრძელდება, შემდეგ კი ლაურა სხვადასხვა ღონისძიებებსა და წვეულებებს ესწრება, ამიტომ ღამის 3 საათზე იძინებს და უქმე დღეებს სახლში ატარებს.


ნინო ელიავა

imageნინო ელიავაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. ინტერნეტ მაღაზია MORE is LOVE-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. მოსკოვში 20 წლიანი ცხოვრების შემდეგ თბილისში გაემგზავრა, სადაც თავის სიყვარულს შეხვდა. ქორწილის შემდეგ წყვილი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ნინომ სწავლა გააგრძელა, 3 წლის შემდეგ კი თავისი თავი დაიჭირა იმაში, რომ მოსკოვში კი არა, თბილისში სურდა დაბრუნება.

imageჯერ კიდევ ლონდონში ყოფნისას ნინომ ბლოგის წარმოება დაიწყო. პარალელურად მუშაობდა ბრენდზე TataNaka, იღებდა ფოტოებს Grazia-სა და Buro247-სთვის, როგორც ფოტოგრაფი, მოდის კვირეულის ფარგლებში. უყვარს ღია ფერის პრინტები და კაშკაშა ფერები, მასიური სამკაულები. მისი სტილის დნმ-მასიური სვიტერებია, რომელთაც ნინო მოხერხებულად უხამებს ულტრამოდურ კაბებს. მოსკოვში ნინო არაფერს ყიდულობს, რადგან ფინანსური თვალსაზრისით ამას ჭკვიანურად არ მიიჩნევს. მისი შოპინგ-მიმართულებებია პარიზი და ლონდონი. ლონდონში აუცილებლად სტუმრობს Dover Street Market-ს და ბუტიკ Joseph-ს Sloane street-ზე, პარიზში კი Colette-ს და ვინტაჟურ მაღაზიებს.


ნატუკა ქარქაშაძე

imageპოპულარულ ბლოგ Wardrobemistress-ის მფლობელი, Harper’s BAZAAR Kazakhstan-ის ეკო-კონტრიბუტორი.მისი სტლი ერთდროულად მკაცრიცაა და ქალურიც. არც ექსპერიმენტებს უშინდება, თამამად უხამებს ფერებს, ფორმებს, ფაქტურას და განსხვავებულ სტილს ქმნის.

imageმისი შოპინგის შთაგონების წყაროა პარიზული Colette და Montaigne Market, მილანში Corso Como 10, ხოლო თბილისში კი-Breathless. ამ კონცეპტუალური ბუტიკების შემთხვევაში ნატუკა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების ჰიტებს შეიძენს.


მუსია თოთიბაძე

imageმომღერალი, მხატვარ კონსტანტინე თოთიბაძის ქალიშვილი. წითური თმები, მისი სავიზიტო ბარათი, მუსიას დედისგან გამოყვა.რამდენიმე წლის წინ მუსია ჟურნალ Tatler-ის დებიუტანტთა ბალის ვარსკვლავი და ბომონდის ქრონიკის პრიალა ფურცლების ხშირი სტუმარი გახდა. პოზიორობდა კარლ ლაგერფელდისთვის.

imageმუსიკით ბავშვობიდანაა დაკავებული, ძირითადად ცნობილი კომპოზიციების ქავერებს ასრულებს.მისივე სიტყვებით-არ შეუძლია ცხოვრება დახეული ჯინსების და თავისუფალი მაისურების, და ასევე არომატ Eau du Soir Sisley-ის გარეშე.

image


ნუცა მოდებაძე

image

კლასიკური გაგებით ლამაზს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ვერც თვალს მოსწყვეტთ ადვილად. ნუცა ტყავის აქსესუარების დიზაინერია, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს და დიდ დროს უთმობს ხელოვნებას:ესწრება, გამოფენებს, კონცერტებს, კინოჩვენებებს და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ხელოვნების მაჯისცემაზე უდევს ხელი.

image




0
285
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0