x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ლეიკემიის 5 ნიშანი, რომელსაც ქალების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს!

ადამიანის ორგანიზმში სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნა ძვლის ტვინიდან მომდინარეობს. ლეიკემიით დაავადებული ადამიანებს სისხლის ახალი უჯრედების მუტაციის პრობლემა აქვთ და გარდაიქმნება სიმსივნედ.

image

ლეიკემიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ითვლება, რომ ლეიკემიის სხვადასხვა სახეები სხვადასხვა მიზეზთან არის დაკავშირებული. დაავადების განვითარებაში აქტუალურია როგორც გარემო, ასევე მემკვიდრული ფაქტორები.

ლეიკემიის ძირითად სიმპტომთა გამოვლენა დამოკიდებულია სიმსივნური უჯრედების თავისებურებებზე, მათ რაოდენობასა და გავრცელების მასშტაბებზე. მაგალითად, ქრონიკული ლეიკოზი ადრეულ სტადიებზე სიმსივნურ უჯრედთა არცთუ დიდი რაოდენობით ხასიათდება, ამიტომაც ის შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მწვავე ლეიკოზის დროს კი, როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ადრეულ ეტაპზევე ვლინდება.


თუმცა შეიძლება გამოვკვეთოთ ზოგიერთი სიმპტომი, რომელასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:

ფერმკთალი კანი


ექიმების თქმით, როდესაც ლეიკემია ვითარდება, ახალმა სისხლის უჯრედებმა, რომელიც უკვე დაზიანებულია სიმსივნის მიერ შეიძლება ხელი შეუშალოს ჯანსაღი უჯრედების ზრდას. ჯანმრთელი უჯრედების ნაკლებობის დროს, შესაძლებელია განვითარდეს ანემია, რომელიც ასევე მიზეზია ფერმკთალი კანის. ანემიის დროს ასევე შეიძლება ხელები იყოს მუდმივად ცივი.

დაღლილობა


მუდმივი დაღლილობის შეგრძნება ლეიკემიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, შესაძლებელია ამის მიზეზი ანემიაც იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში უმჯობესია თუ ექიმს მივაკითხავთ.


ტემპერატურის მომატება და ინფექციები


ჯანმრთელი სისხლის უჯრედები ძალიან მნიშნვნელოვანია იმუნური სისტემისთვის, იმ შემთხვევაში თუ ისინი დაზიანე, ძირაბულია, ადვილად და ხშირად ვხდებით ავად.


სუნთქვის გაძნელება


სუნთქვის გაძნელება ასევე შეიძლება იყოს მნიშნვნელოვანი სიმპტომი. განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროს თუ გვიძნელდება სუნთქვა აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.


სისხლის შედედების დარღვევა


რაიმე დაზიანების შემთხვევაში თუ ჭრილობა დიდი ხანს შუშდება ესეც შეიძლება იყოს ლეიკემიის სიმპტომი. ამასთანავე თუკი კანზე შეამჩნევთ მცირე ზომის წითელ წერტილებს, ძირითადად ქვედა კიდურებზე, ასეთ შემთხევაში მიაკითხოთ ექიმს.


გარდა ჩამოთვლილი 5 სიმპტომისა, ასევე არსებობს სხვა ნიშნებიც:

ღამით ჭარბი ოფლიანობა, ტკივილი სახსრებში, წონაში მკვეთრი კლება, ცხვირიდან სისხლდენა, რომელსაც თან ახლავს გაციება ან მაღალი ტემპერატურა.

გახსოვდეთ ადრეული დიაგნოსტიკა განკურნების ტოლფასია! ამიტომ გაუფრთხილდით და ყურადღებით მოეპყარით თქვენს ჯანმრთელობას.

ჯანმრთელობას გისურვებთ !




0
4901
6-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
4901
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0