x
image
natia.a
რა არის ნაკურთხი წყალი და რატომ აქვს მას ჩვეულებრივისგან განსხვავებული თვისებები?
image


ამ საკითხზე არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, რომლებმაც დაადასტურა, რომ ნაკურთხი წყალი მართლაც, დიდხანს არ “ფუჭდება” და მას შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება. თუმცა არსებობს წყლის კურთხევის განსაკუთრებული მეთოდი (ე.წ. трёхзвонная вода), რომლითაც ყველაზე რთული დაავადებები იკურნება. ამ მეთოდით წყალს აკურთხებენ სამ მართმადიდებლურ ეკლესიაში, რომელთა ზარის ხმაც არ უნდა სწვდებოდეს ერთმანეთს. მღვდლებს ან ბერებს წყალი მდუმარედ მოაქვთ და შემდეგ ერთმანეთს ურევენ. როგორც ამბობენ, ასეთ წყალს საოცარი აღმდგენი თვისებები გააჩნია!



image


საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა ჩვეულებრივ წყალთან ნაკურთხის შერევის შესახებ: ნაკურთხი წყალი გაურიეს ჩვეულებრივ წყალში, თანაფარდობით (დაახლ. 10 მლ./60 მლ.). მიუხედავათ იმისა, რომ ნაკურთხი მთელი რაოდენობის მხოლოდ მეექვსედი იყო, ანალიზმა ცხადყო, რომ უბრალო წყალი მთლიანად გადაიქცა ნაკურთხ წყლად, როგორც სტრუქტურულად, ისე ბიოლოგიური თვისებებით.

ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები პროფესორისა და მკურნალის, მასარუ ემოტოს ხელმძღვანელობით, რომლებმაც გაყინული წყლის კრისტალები გამოიკვლიეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყლის მოლეკულურ სტრუქტურას ცვლის ადამიანის ენერგია, ფიქრები და, განსაკუთრებით ხმები. საგალობლების, კლასიკური და ხალხური მუსიკის ბგერები წყლის კრისტალს საოცრად ლამაზ გეომეტრიულ ფორმებს აძლევს. ხოლო მძიმე მეტალის, როკის და სხვა თანამედროვე მუსიკის ზემოქმედებისას კრისტალი ძლიერ მახინჯდება.


image



როგორც ჩანს, იგივე ზემოქმედებას განიცდის ადამიანის ორგანიზმიც, რომლის 70% სწორედ წყლისგან შედგება! აქედან გამომდინარე, პროფესორ ემოტოს მიაჩნია, რომ ადამიანს თავად შეუძლია საკუთარი თავის განკურნება, საჭიროა მხოლოდ შეგნებულად გამოიწვიოს სიყვარულისა და სხვა დადებითი ემოციებისათვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი პოზიტიური ვიბრაციები.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 7 შეკითხვა, რომელიც შობის დღესასწაულის შესახებ ბევრს უჩნდებაimage


2. რატომ იკურთხება ფერიცვალებაზე ხილი და აკრძალულია თუ არა ყურძნის მიღება მანამდე? - ეს ბევრმა არ იცის!image


3. რა გავლენას ახდენს ლოცვა ადამიანის სისხლზე?image


4. ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის!image


5. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს - კვლევამ საიდუმლოს image


6. რა საოცარი თვისება აქვს ბზას და რატომ არის იგი "ბზობის" სიმბოლო - ეს ბევრმა არ იცის!image


7. რატომ აცხობენ ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანებს - ეს ბევრმა არ იცის!image





0
525
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0