x
image
გემი დალანდი
6 რამ ქალის გარეგნობაში რაც მამაკაცების ყურადღებას იქცევს
image

თუ მამაკაცი შემფასებლური მზერით გიყურებთ-ნუ გაკიცხავთ, ყველაფერში ბუნებაა დამნაშავე.ცინიკურად ჟღერს, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ მზერით ახდენს მამაკაცი შეფასებას ქვეცნობიერში, თუ რამდენად შეუძლია ქალს ჯანმრთელი შთამომავლობა გაუჩინოს, მაშინაც კი, თუ კაცი ჯერ არც კი ფიქრობს დაქორწინებას. დიახ, ეს ყველაფერი მის ბუნებაშია ჩადებული, სწორედ ამიტომ, მამაკაცის ყურადღებას ქალის გარეგნობის ის ნაკვთები იქცევს, რომელიც ქალის ჯანმრთელობაზე და მისი გამრავლების უნარზე მიანიშნებენ.

1. პროპორციები

ქალის ჯანმრთელობისთვის იდეალურად ითვლება წელისა და თეძოების შეფარდება 7:10-ზე, მაგალითად, თუ ქალის წელის ზომა 60 სმ-ია, თეძოების იდეალური გარშემოწერილობაა 88 სმ. წელის ზომა -73 სმ, თეძოები-104 სმ. სწორედ ამიტომ, მამაკაცებს ხშირად იზიდავთ რვიანის მსგავსი ქალის ფიგურა.



2.მაღალი ხმა

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ხმის მაღალი ტონი მამაკაცის ქვეცნობიერში ახალგაზრდობასთან, სინაზესთან ასოცირდება.


3.ჯანმრთელი თმა

ხშირი და მბრწყინავი გრძელი თმები-ესარა მარტო ესთეტიურია, არამედ ქალის ჯანმრთელობაზეც მიანიშნებს.


4.ღიმილი

საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ ღიმილი სასიამოვნო განცდებს აღძრავს, ქვეცნობიერად ღიმილიც ჯანმრთელობის ერთგვარი შეფასებაა. ჯანმრთელი კბილები ხომ მისი პატრონის ჯანმრთელობაზე მიანიშნებენ.


5.მაკიაჟის მინიმუმი

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაცებს ის ქალები უფრო იზიდავთ, რომლებიც მაკიაჟის მინიმუმს მოიხმარენ. ბუნებრივ სილამაზეს ხაზი უნდა გაუსვათ და არა შეღებოთ.


6.წითელი სამოსი

წითელი კაბა, შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი ინსტინქტების თამაშია. არაესთეტიურად ჟღერს, მაგრამ მაკაკები და ბაბუინები მეწყვილის მისაზიდად მათ საჯდომს უჩვენებენ, რომელიც ოვულაციის მოახლოებასთან ერთად წითელი შეფერილობის ხდება.


“რა საშინელებაა!"-იტყვით თქცენ-“ნუთუ მე, როგორც მაიმუნს, ან გასაყიდ ცხენს, ისე მაფასებენ?"

არა, რათქმაუნდა, ეს უბრალოდ ის ჩამონათვალია, რაც მამაკაცს გაუცნობიერებლად უბიძგებს უცნობისკენ თავი მიაბრუნონ. სიყვარულით კი ქალი სულ სხვა რამის გამო უყვართ და არა თმისა და ხმის, თუნდაც ფართო თეძოების გამო.

0
327
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0