სხვა საშინელი ტრაგედია ყაზახეთში-ავტობუსში ცოცხლად დაიწვა 52 ადამიანი 2018, 18 იანვარი, 12:56 საშინელი ტრაგედია მოხდა ყაზახეთში, ავტობუსის გაუჩნდა ცეცხლი, რის შედეგადაც ცოცხლად დაიწვა 52 ადამიანი. ტრაგედია დატრიალდა სამარა -შიმკენდის 1068 კილომეტრზე, "იკაროსის" მარკის სარეისო ავტობუსის მგზავრები რუსეთში მიემგზავრებოდნენ.სალონში იმყოფებოდა 55 მგზავრი და 2 მძღოლი.როგორც РИА Новости-ი იტყობინება, 5 ადამიანმა მოახერხა ავტობუსის დატოვება, მათ შორის არის ორივე მძღოლი. წინასწარი ვერსიით ავტობუსს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა როგორც შსს- სამინისტოროა პრეს-ცენტრში განაცხადეს. დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ მედიკოსები, სამართალდამცავები, მაშველები და ფსიქოლოგები. წინასწარი მონაცემებით ავტობუსის ყველა მგზავრი უზბეკეთიდან იყო, თვითონ ავტობუსი სამხრეთ-ყაზახეთში, უზებეკეთის საზღვრის სიახლოვეს იყო დარეგისტრირებული. იხილე ვიდეო 620 6-ს მოსწონს
|