x
image
natia.a
როგორ გამოვიყენოთ ბუხარი პატარა ბინის დიზაინში - ის, რაც ბევრს შეუძლებელი ჰგონია
image


ბუხარი ერთ-ერთი იმ ატრიბუტთაგანია, რომელიც განსაკუთრებით უწყობს ხელს ოთახში მყუდრო ატმოსფეროს შექმნას. თუმცა ბევრი ადამიანი იძულებულია მასზე უარი თქვას რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი, დამატებით ადგილს იკავებს, მეორეც, საკმაოდ ძნელი კონსტრუქციაა და ნადვილი ბუხრის გაკეთება ძვირი სიამოვნებაა. თუმცა გამოსავალი, როგორც ყველგან, აქაც არსებობს. ბუხრის უამრავი ვარიანტი არსებობს, რომლებიც ყველა ზომასა და ბიუჯეტზეა გათვლილი. იმისათვის, რომ სწორად გავაკეთოთ არჩევანი, ჯერ განვიხილოთ ბუხრის სხვადასხვა სახეობები და მათი უპირატესობები.


ბუხარი კორპუსის ბინაში
კორპუსის ბინაში ფუნქციური ბუხრის დაყენება თითქმის წარმოუდგენელია, თუ შენობი სბოლო სართულზე არ ცხოვრობთ. ბინისთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად დეკორატიული ბუხარი რჩება, რომელსაც არ სჭირდება საკვამური და მხოლოდ ინტერიერის გალამაზების ფუნქციას ასრულებს. თუმცა სიმყუდროვეს ოთახში ნამდვილად შეგიქმნით.
დეკორატიული ბუხრები ორ ძირითად სახეობად შეიძლება დავყოთ: მხოლოდ დეკორატიული მიზნით გაკეთებული, რომლებიც სითბოს არ გამოყოფს და გამათბობლები, რომლებშიც, ღუმლის დამონტაჟება ხდება, თუმცა არ საჭიროებს საკვამურს.

image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

ჩაშენებული ბუხარი
კედელში ჩაშენებული ბუხარი დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვარიანტს წარმოადგენს. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დამატებით ადგილს არ იკავებს და საძირკველის დამონტაჟებაც არ სჭირდება. ამასთან, ამგვარი ბუხარი ყოველთვის ძალიან მოდურად გამოიყურება. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი ბუხრის გაკეთებას გარკვეული შეზღუდვებიც ახლავს - ეს პირველ რიგში კედლის სისქესა და მასალას და საკვამური მილის კონსტრუქციას ეხება. როგორც წესი, ამგვარი ბუხარი შენობის პროექტირების ეტაპზევე უნდა იქნას გათვალისწინებული.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
ელექტრობუხარი
ამ ტიპის ბუხარი მშვენიერი გამოსავალია კორპუსის ტიპის ბინებისთვის, სადაც კლასიკური, ფუნქციონალური ბუხრის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. ელექტრობუხრის დაყენება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და საკმაოდ იაფიცაა. თანამედროვე ტექნოლოგიები კი ცეცხლის ილუზიას მარტივად ქმნის.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage


კლასიკური ბუხარი


კლასიკური ბუხარი, როგორც წესი, კედელში შენდება და თანამედროვე ვარიანტისგან განსხვავებით, პროპორციების მკაცრად დაცვასა და ადგილის გულისყურით არჩევას მოითხოვს. თავისი მონუმენტურობით კლასიკური ბუხარი ოთახში გარკვეულწლად ისტორიულ ატმოსფეროს ქმნის და ხაზს უსვამს მფლობელის სტატუსს.




imageimageimage


ჩამოსაკიდი
ინტერიერში ორიგინალური გადაწყვეტის მოყვარულთათვის ძალიან საინტერესო იქნება ჩამოსაკიდი ბუხრის ვარიანტი. ეს არის საკმაოდ უჩვეულო, თუმცა ფუნქციონალური კონსტრუქცია, რომლის ძირითადი ნაწილი მსუბუქი მეტალის კორპუსს წარმოადგენს და მონტაჟდება ჭერზე ან, იშვიათად, კედელზე სპეციალური მილის საშუალებით. ამგვარი კონსტრუქციის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს დაბალი სითბოს გადაცემა, მაღალი ფასი და მონტაჟის სირთულე.


imageimageimageimageimageimageimage

დიდი ბუხარი
დიდ ბუხარში, როგორც წესი გულისხმობენ კლასიკურ ინგლისურ ბუხარს, რომელიც აგურის ან ქვისგან არის აგებული. უმჯობესია, ამგვარ ბუხარს სახლის პროექტირების ეტაპზე თუ გაითვალისწინებთ და ისეთ ფართო ოთახში დააყენებთ, რომელიც კარგად ნიავდება.
imageimageimage


საშუალო ბუხარი
ეს კლასიკური, აგურისგან აშენებული ინგლისური ბუხრის ყველაზე გავრცელებული და აქტუალური მოდელია. მისი ზომა შედარებით პატარაა.
imageimage


პატარა ბუხარი


ეს არის მინიატურული თუჯის ბუხარი, რომელიც შესანიშნავად ერგება მომცრო ოთახის ინტერიერს. ძირითადი აპარატი დაახლოებით 100 კგ-ია და მისი დაყენება შესაძლებელია არა მხოლოდ პირველ, არამედ ზედა სართულებზე და მანსარდაზეც კი. კედლის ან ჩაშენებული მოდელი არ იკავებს დიდ ადგილს და 20 კვ.მ-ის ოთახშიც კი შესანიშნავად "ჩაჯდება".



image


ორმხრივი ბუხარი


დიდი ოთახის ან ორი მიმდებარე ოთახის გასათბობად საინტერესო მოდელია ორმხრივი ბუხარი. იგი ორივე მხრიდან მინით დაფარულია. მას უფრო ხშირად ორ ოთახს შორის არსებულ კედელში აშენებენ. ამგვარად ერთი ბუხრით ორივე ოთახში სარგებლობაა შესაძლებელი.



imageimageimageimageimageimageimage
რუმფორდი
რუმფორდის ბუხარი არის კლასიკური ინგლისური ბუხარი, რომელიც გრაფმა რუმფორდმა გააუმჯობესა. მან შექმნა მოდელი, რომელშიც ყველა ელემენტის პროპორცია მკაცრად არის დაცული და ამგვარად მიიღება მაქსიმალურაც ეფექტური და მოხერხებული ბუხარი.
imageimageimage

სამსართულიანი ბუხარი
ამგვარი ბუხრის დამონაჟება შესაძლებელია ძალიან მაღალი ჭერის მქონე შენობაში. ყოველ სართულს თავისი ფუნქციური დატვირთვა აქვს: ქვედა სართული ცეცხლის დასანთებ კამერას წარმოადგენს, მეორე სართუზე ღუმელია განთავსებული, მესამეზე კი - დამატებითი სითბოს შემნახავი კერამიკული რგოლები. ამგვარი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა სითბო შენარჩუნდეს ცეცხლის ჩაქრობიდან 18 საათის მანძილზე.
imageimage

Dimplex


ეს არის ელექტრო ბუხარი, რომელიც ნამდვილი ცეცხლის შესანიშნავ იმიტაციას ქმნის. მაქსიმალუურად რეალისტური ეფექტი იქმნება პაროგენერატორის რეზერვუარში წყლის აორთქლების ხარჯზე. ორთქლი ნათდება ჰალოგენური ლამფებით. ამგვარი ბუხრების მონტაჟიც და ექსპლუატაციაც ძალიან მოსახერხებელია და ამის გამო საკმაო პოპულარობით სარგებლობს.



image


კასეტური ბუხარი


ეს არის მინით დაფარული მეტალის ღუმელი. ამგვარი მოდელის უპირატესობა არის ის, რომ ხანძრისგა დაცული, შედარებით იაფი, მცირე ზომის და მაღალეფექტურია. ეს არის გამათბობელი ბუხრის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.


imageimageimage



მეტალის ბუხარი


მეტალის ბუხარი სულ უფრო პოპულარული ხდება. მისი უპირატესობაა ორიგინალური, მოდური დიზაინი, შედარებითი სიმსუბუქე, მარტივი მონტაჟი უკვე გარემონტებულ და საცხოვრებლად მზა სახლშიც კი. თუმცა ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს შედარებით ნაკლები სიმძლავრე.



imageimageimageimage

ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გამოვიყენოთ ჩაშენებული მაგიდა პატარა ბინის დიზაინში - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეები!image


2. ფერთა 20 იდეალური შეხამება საძინებლისთვის - გაითვალისწინეთ!image


3. როგორ გამოვიყენოთ ვიწრო კორიდორი - იდეები პატარა ბინებისთვისimage


4. არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image


5. რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები!image


6. ოთახის მცენარეები, რომლებსაც სახლში წარმატება და ჯანმრთელობა შემოაქვთ - გაითვალისწინეთ!image


7. გაბზარულ მინას წაუსვით ნიორი და... - ხერხი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!image



0
2466
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0