x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რა სკანდალური ფრაზებით იწყება მერილინ მონროს საიდუმლო დღიური, რომელიც ახლახან იპოვეს..
image მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქერა ქალის, ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის მერილინ მონროს გარდაცვალებიდან 56 წელი გავიდა, თუმცა ინტერესი მისი პერსონის მიმართ არ წყდება. ლეგენდარული მსახიობის ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ ნორმა ჯინ მორტერსონი, ხოლო ლეგენდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა სახელად მერილინ მონრო თავად შექმნა..

image

წლების შემდეგ იპოვეს მერილინ მონროს ნივთების ორი ყუთი, რომელშიც აღმოჩნდა მისი სკანდალური დღიურებიც, მათი გამოქვეყნებისას მერილინის უახლოესმა ადამიანებმაც კი სხვანაირად დაინახეს ის და მისი პიროვნება.. საგულისხმოა, რომ მან თავისი პირადი ჩანაწერები სწორედ ამ ასპექტით დაიწყო, თუ როგორ გაიხსენებდნენ მას მომავალში, მისი გარშემომყოფები იცნობდნენ რეალურ მერილინს?

მერილინ მონროს დღიური იწყება ასე:


image" თუკი ოდესმე გკითხავენ, როგორი ვიყავი მე

როგორი იყო მერილინ მონრო სინამდვილეში

რას უპასუხებთ? რას? "

image

ამ დღიურის წაკითხვის შემდეგ მერილინში მისმა უახლოესმა მეგობრებმა დაინახეს სხვა გაცილებით ღრმა ადამიანი, განსხვავებული იმისგან, როგორიც ჩანდა, ის ყველას ეჩვენებოდა ისეთად, როგორ როლებსაც აძლევდნენ სტუდიები, სულელი, სექსუალური ქალები კომედიებიდან, სადაც მერილინი მღეროდა, რომ "ბრილიანტები გოგოს საუკეთესო მეგობრები არიან.."

image კადრი კომედიიდან: "ჯელტმენები ირჩევენ ქერებს"

მას გაცილებით სერიოზული როლების შესრულება სურდა, ამისთვის მუდმივად ეწერებოდა სხვადასხვა სახელგანთქმულ პედაგოგთან მასტერკლასებზე და ბევრსაც შრომობდა, რაც საბოლოოდ არ დაუფასდა, სტუდიები და რეჟისორები კვლავ ჩვეულ ამპლუაში ხედავდნენ და არ სუდრათ მისთვის განსხვავებული დრამატული როლის მონახვა..

image

ბევრმა არც იცის, რომ ყველასათვის საყვარელ კლასიკად აღიარებულ კომედიაში: " ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" მერილინ მონროს მონაწილეობის მიღება არ სურდა, რადგან ის უკვე იმ ეტაპზე იყო, როცა გაცილებით სერიოზულ ღმა ქალების როლებს ითხოვდა, ფილმის მიხედვით კი მისი გმირი ვერ ამჩნევს, რომ მისი ორკესტრის თანამშრომელი გოგონები ჟოზეფინა და დაფნი სინამდვილეში კაცები არიან. ამის გამო მას სტუდიასთან დიდი უსიამოვნება ჰქონდა, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ მერილინ მონრო აიძულეს ამ ფილმში ეთამაშა. დღეს მის მიერ განსახიერებული ეს როლი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული და საყვარელია მის მიერ ნათამაშები როლებიდან.

image კადრი კომედიიდან: "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"

მერილინ მონროს დღიურში ბევრი ჩანიშვნებია გაკეთებული სხვადასხვა წიგნების, პიესებისა და მუსიკალური ნაწარმოებების შესახებ. ის აკეთებს ჩანახატებს, წერს ლექსებს. მონრო აქ გამოთქვამს საკუთარ აზრებს და ინიშნავს მნიშვნელოვან დეტალებს, ბევრ მის უახლოეს ადამიანს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მერილინი უძველეს ეპოსს "გილგამეშიანს" კითხულობდა და ამუშავებდა კიდეც. ამის შესახებ მათ სწორედ დღიურიდან გაიგეს. არადა, როგორც წეი, ის მის საზოგადოებაში გაუნათლებელ ქალად აღიქმებოდა, ჩანაწერებმა კი ამის საპირისპირო აჩვენა.

image მერილინ მონრო უკანონო შვილი იყო, მამა არასოდეს უნახავს, დედა კი ფსიქიური პრობლემებით საავადმყოფოში იწვა წლების განმავლობაში. მერილინი ჯერ ბავშვთა სახლში შემდეგ კი ოჯახიდან ოჯახში გაშვილებისას გაიზარდა. მისი ფსიქიური არასტაბილურობა და როგორც უწოდებენ ხოლმე, ემოციური დაუბალანსებლობა უმძიმესი ბავშვობისა და რთული ცხოვრებიდან იყო გამოწვეული.

image

მერილინ მონროს მესამე მეუღლის ცნობილი დრამატურგის არტურ მილერის მოგონებებიდან:

" როდესაც მერილინს უმძიმესი დეპრესია ჰქონდა, სახლიდან სასეირნოდ გავდიოდით, რათა ოდნავ მაინც გამოსულიყო მდგომარეობიდან, საკმარისი იყო ასეთ დროს ჩვენს წინ ერთი კამერა გამოჩენილიყო ან ერთი ადამიანი მაინც, რომელიც მას გაუღიმებდა და დაელაპარაკებოდა, რომ მერილინი ხდებოდა სხვა ადამიანი, მასში სხივი ინთებოდა, სწორედ ეს თვისება იყო, რაშიც გამოიხატებოდა მთელი მისი ტალანტი, ის შინაგანად ბრწყინავდა"

ფოტოზე - არტურ მილერი და მერილინ მონრო

image მერილინ მონრო საკუთარ დღიურში წერს:

" რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ პასუხები არ არსებობს. უბრალოდ უნდა იცხოვრო. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ან პირიქით ძალიან ხანგრძლივი. ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ ცხოვრება რთულია. ახლა როცა ასე ძალიან მინდა ვიცოცხლო, თავს მოხუცად სულაც არ ვთვლი, არ მინდა ვიფიქრო წარსულზე, არ მინდა დავიცვა თავი. ჩემი ცხოვრება მინდა ვილოცო და ვესაუბრო სამყაროს. მე მჯერა მისი."

image მერილინ მონრო 1962 წლის 4 აგვისტოს, ბევერლი ჰილსზე, საკუთარ სახლში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

მერილინ მონროს მეგობარი გლორია სტეინამი იხსენებს:

" ბევრ ჩვენგანს ახსოვს ის მომენტი 1962 წლის აგვისტოში, როცა მერილინის გარდაცვალების შესახებ გავიგეთ. გვახსოვს სად ვიმყოფებოდით იმ წუთას, ვინ იყო ჩვენს გვერდით, გვახსოვს თუ რას ვაკეთებდით იმ წუთებში. შეგრძნებათა დონეზე ასეთი ხსოვნის პატივის ღირსი, როგორც წესი ხდებიან ხოლმე პრეზიდენტები ან ახლო ნათესავები."

image ტრუმენ კაპოტე მწერალი, ცნობილი ნოველის "საუზმე ტიფანისთან" ავტორი და მერილინ მონროს მეგობარი, ასე გამოეხმაურა მის გარდაცვალებას:
" დღე ილეოდა და მერილინიც თითქოს ილეოდა მასთან ერთად. ის ცასთან და ვარსკვლავებთან ერთად ერთ მთლიანობად იქცეოდა და მათ მიღმა უჩინარდებოდა.. მინდოდა თოლიებზე ხმამაღლა მეყვირა: მერილინ, მერილინ! რატომ დამთავრდა ყველაფერი ისე, როგორც დამთავრდა?!"
imageდა მაინც კითხვა კითხვად რჩება: " თუკი ოდესმე გკითხავენ, როგორი იყო მერილინ მონრო სინამდვილეში, რას უპასუხებთ? რას?"

image


0
515
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0