x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შენ
შენ ყოველთვის აკეთებ რაღაცას, რაც შვებას მოგანიჭებს. შენ ყოველთვის ისე იქცევი, რომ შეძლებისდაგვარად საკუთარი "კომფორტის ზონა" არ შეზღუდო. საკუთარ თავს კი ეგოისტს არასდროს ეძახი.

შენ ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს ჯერ საკუთარ მდგომარეობაზე ფიქრობ და შემდეგ სხვისაზე და საკუთარ თავს ეგოისტს არასდროს ეძახი.

შენ შეგიძლია სხვისი გრძნობებით ითამაშო, მაგრამ როცა ამას სხვა გიკეთებს მასზე ძალიან ბრაზობ, მაგრამ საკუთარ თავს ეგოისტს მაინც არ ეძახი.

შენ ყოველთვის იცი ვის ეტკინება შენი სიტყვების შემდეგ, მაგრამ მაინც აკეთებ ამას საკუთარი თავის გადასარჩენად, თუმცა საკუთარ თავს ეგოისტს მაინც არ ეძახი.


თუ შენს ცხოვრებაში დადგება მომენტი, როცა უნდა აირჩიო შენი ან შენი მეორე ნახევრის სიცოცხლე, შენ შეიძლება მისი აირჩიო, მაგრამ არა იმიტომ რომ ის საკუთარ თავზე მეტად გიყვარს. იმიტომ რომ საკუთარ თავს მარტოობისთვის ვერ იმეტებ. ამის შემდეგ კი ყველა არასწორად იფიქრებს შენზე და ყველას ეგონება რომ ის თავზე მეტად გიყვარდა, მას დანაშაულის გრძნობა დატანჯავს, შენ ამაზე არც კი ფიქრობ... საკუთარ თავს ეგოისტს რატომ არ ეძახი?

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:გამოუსწორებელი ოპტიმისტი
გამოუსწორებელი ოპტიმისტი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0