x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რეკონსტრუქციული მეხსიერების სიზუსტე და მოწმის მეხსიერება

რეკონსტრუქციული მეხსიერების სიზუსტე

თუ ადამიანები ზოგჯერ ცოდნის ზოგიერთი ასპექტის რეკონსტრუქციას ( აღდგენას) ახდენენ ზუსტი მონაცემების აღდგენის ნაცვლად, მაშინ მოსალოდნელია, აღმოვაჩინოთ შემთხვევები, როდესაც რეკონსტრუირებული მოგონების ფაქტები განსხვავებულ იქნება რეალური სურათისგან, ანუ მეხსიერების შეცდომებს ექნება ადგილი. კლასიკურ ნაშრომში _ „მოგონება: ექსპერიმენტული და სოციალური ფსიქოლოგიის გამოკვლევები (1932) _ სერ ფრედერიკ ბარტლეტი იკვლევდა საკითხს, თუ როგორ მოქმედებს წარსული გამოცდილება ახლად შეძენილი ინფორმაციის მოგონებაზე.

ბარტლეტი სტუდენტებს სთხოვდა, დაემახსოვრებინათ განსხვავებული კულტურის თქმულებები და ლეგენდები. ყველაზე ცნობილია მისი მასალა „სულების ბრძოლა". ბარტლეტმა აღმოაჩინა, რომ მისი სტუდენტების მიერ გახსენებული შინაარსი განსხვავდებოდა ორიგინალისგან, ანუ იმისგან, რასაც აწვდიდნენ დასამახსოვრებლად შინაარსის დამახინჯება სამი სახის რეკონსტრუქციულ პროცესს მოიცავდა:


დონის დაწევა (LEVELING) _ მოთხრობის გამარტივება;
გამოკვეთა _ გარკვეული დეტალების განსაკუთრებული გაშუქება;
ასიმილაცია _ დეტალების შეცვლა ისე, რომ ისინი უკეთეს შესაბამისობაში მოსულიყვნენ საკუთარ ცოდნასთან.

მოწმის მეხსიერება

image

მოწმე სასამართლოზე დებს ფიცს _ „თქვას სიმართლე და მხოლოდ სიმართლე". მეხსიერება ზუსტი იქნება თუ მცდარი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის ინფორმაცია აღბეჭდილი და ემთხვევა თუ არა აღდგენის პირობები
აღბეჭდვის პირობებს. ვინაიდან ფსიქოლოგებმა იციან, რომ ადამიანებმა შეიძლება ვერ თქვან „სიმართლე" მაშინაც კი, როდესაც ეს ძალიან სურთ,
მათ ყურადღება მოწმის მეხსიერებაზე გაამახვილეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი მიზანი გამოძიებისთვის ხელშეწყობა და ისეთი მეთოდის მოძებნაა,
რომელიც მოწმის ჩვენების სიზუსტეს უზრუნველყოფს.

image

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოკვლევები იქნა ჩატარებული ელიზაბეტ ლოფტუსის და მისი კოლეგების მიერ. მათი გამოკვლევის ძირითადი დასკვნა ის იყო, რომ მოწმის მეხსიერება (ჩვენება) ძალიან ადვილად იცვლებოდა შემდგომი ინფორმაციების გავლენით. მაგალითად, ცდის პირებს უჩვენებდნენ ფილმს, სადაც ავტოკატასტროფა ხდებოდა - ორი მანქანა ერთმანეთს ეჯახებოდა და სთხოვდნენ, განესაზღვრათ მანქანების სიჩქარე.
მათ ერთ ნაწილ კითხვას შემდეგნაირად უსვამდნენ:
„რამდენად სწრაფად მოძრაობდნენ მანქანები შეჯახებისას?"
ხოლო მეორე ნაწილს კი ეკითხებოდნენ:
„რა სიჩქარით მოძრაობდნენ მანქანები, როდესაც ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ?"

პირველ შეკითხვაზე ცდის პირების პასუხი საშუალოდ 100კმ/სთ იყო, მეორე კითხვაზე კი _ 80კმ/სთ. ერთი კვირის შემდეგ მათ ეკითხებოდნენ:
„დაინახეთ ჩამსხვრეული მინები?"
სინამდვილეში ჩამსხვრეული მინები ფილმში არ იყო. მიუხედავად ამისა, პირველი ჯგუფის ცდის პირთა მესამედმა აღნიშნა, რომ დაინახა შუშის ნამსხვრევები, ხოლო მეორე ჯგუფიდან კი მხოლოდ 14%-მა დაასასტურა ეს.

ამრიგად, მოვლენის შემდგომ ინფორმაციას არსებითი გავლენა აქვს მოწმის
ჩვენებაზე. მოვლენის შემდგომმა ინფორმაციამ შეიძლება დაამახინჯოს მოწმის მეხსიერება მაშინაც კი, როდესაც ცდის პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ექსპერიმენტატორი შეიძლება ეცადოს მის შეცდომაში შეყვანას. ის ვერ ახერხებს თავისი მეხსიერების ნამდვილი წყაროს გარჩევას; ვეღარ ხედავს განსხვავებას მოვლენასა და მის შემდგომ ინფორმაციას შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, როდესაც ადამიანს რამდენჯერმე წარუდგენენ მცდარ ინფორმაციას, იგი სწორედ მას მიიჩნევს უფრო ნამდვილად.

ავსტრალიელი ექსპერტი დონალდ ტომსონი მონაწილეობას იღებდა სატელევიზიო დისკუსიაში, თვითმხილველის მეხსიერების უზუსტუბის შესახებ. მოგვიანებით ის დააკავეს ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. პოლიციამ ტომსონი დააკავა მიუხედავად მისი ალიბისა, რომ დანაშაულის განხორციელების პერიოდში ის ტელევიზიაში იმყოფებოდა. მოგვიანებით გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ქალს მამაკაცი თავს დაესხა, როდესაც ის ტელევიზორს უყურებდა, ზუსტად იმ პროგრამას სადაც ტომპსონი ჩანდა. შაბოლოოდ სასამართლომ ტომპსონი გაამართლა, რადგან ქალს მისი სახე დამნაშავის სახეში აერია.

შედეგად ვასკვნით, რომ თვითმხილვეის ჩვენებამ ზოგჯერ შეიძლება დიდ შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგან ჩვენი ვიზუალური, ხატოვანი მეხსიერება ხშირად არასანდოა. პირველ რიგში,


1. ის არის ბუნდოვანი.
ჩვენს გონებაში აღბეჭდილი სურათი ყოველთვის არ არის რეალურის იდენტური. თუ კი საკუთარ ოთახს წარმოიდგენ, შენ მას აღიქვა მთლიანობაში, ესეიგი ფერებსა და ფორმებს და დეტალების აღდგენას ნაკლები სიზუსტით მოახერხებ. Aდამიანებს უადვილდებათ განსხვავების პოვნა, როდესაც საგნებს უყურებენ, მაგრამ მათ ძალიან უჭირთ განსხვავება დაინახონ აწმყოში მიწოდებულ საგანსა და წარსულში ნანახს შორის. თუ კი მას ორ კონტრასტულ ფერს მივაწოდებთ შესაძლოა მაინც გაუჭირდეს სწორი პასუხის გახსენება, თუკი ერთ-ერთი ან ორივე მათგანი წარსულში იყო მიწოდებული. Aასევე ფაქტია ის, რომ ადამიანებს მილიონობით ფერის გარჩევა შეუძლიათ რეალურად, თუმცა თუ მათ წარმოდგენაში განსხვავებას მოსთხოვენ, მხოლოდ 17 ტონალობას განასხვავებენ.


2. ვიზუალური მეხსიერება ხშირად ეყრდნობა სქემებს
როდესაც ადამიანები რაიმე სიტუაციაში აღმოღნდებიან ისინი ცდილობენ გონებაში მოუძებნონ მას ყველაზე შესაბამისი სქემა და ინფორმაციას ამ სქემის საფუძველზე ივსებენ. მოგვიანებით რეკონსტრუქციის პროცესში კი ადამიანის მეხსიერებაში ამ სქემების გამმო აღმოჩნდება ხოლმე ისეთი “ფაქტებიც”, რომლებიც რეალურად არ მომხდარა.


3. მეხსიერება სისტემატიურად ამახინჯებს ჩვენს აღქმას.
მაგ. დამიანები მიდრეკილნი არიან დაიმახსოვრონ უფრო მეტად მკვეთრი და ნათელი ფერები. ესეიგი თუ არჩევანი ნარინჯისფერსა და წითელს შორის ექნებათ, იმ შემთხვევაშიც თუ ხილი ნარინჯისფერი იყო, ხშირად წითელს ასახელებენ. მათ ავიწყდებათ მანქანის ფერიც და რუხი ფერის ავტომობილსაც იხსენებენ, როგორც ვერცხლისფერს.


4. მეხსიერება ინდივიდუალური/პიროვნულია.
Aდამიანები ფაქტებს აღწერენ იმის მიხედვით, თუ რამ მოახდინა მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რა არის მათი საჭიროებისა და რწმენებისთვის მნიშვნელოვანი. შესაბამისად ყველა თვითმხილველს აქვს საკუთარი ინტერპრეტაცია. ამბის თავისებური ვარიანტი. როგორც ნორეტრანდერი ამბობს, “ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას, რასაც ვგრნობთ. ჩვენ ვამჩნევთ იმას, რასაც ვფიქრობთ, რომ ვგრძნობთ. ჩვენი ცნობიერება სავსეა ინტერპრეტაციებით და არა ინფორმაციით. “ ნორეტრანდერი გულისხმობს აღქმას, თუმცა იგივე ითქმის მეხსიერებაზეც. 1) ის არის ინტერპრეტაცია 2) საბაზო სენსორული ინფორმაცია არ ფუნქციონირებს 3) ჩვენ არ ვართ არჩევანში თავისეუფლები.


5. მეხსიერება დამოკიდებულია დაკითხვის მეთოდზე
დაკითხვის პროცესში დასმული შეკითხვა შეიძლება უბიძგებდეს თვითმხილველს პასუხისკენ, ან უბიძგოს მას მეხსიერების იმ სქემების ამუშავებისკენ, რომლებიც დაამახინჯებენ ფაქტებს.


6. მეხსიერება იცვლება დროისა და მონათხრობის შედეგად.
თვითმხილველი შეიძლება ესაუბრებოდეს სხვა მოწმეებს და მათთან საუბრის პროცესში მის გონებაში შეივსოს სქემების ცარიელი ადგილები, ანდა მათ შეუძლიათ მონათხრობის მოსმენის შემდეგ ამბის ორი ვარიანტი გონებაში გააერთიანონ.
რაც უფრო ხშირად იხსენებენ თვითმხილველები ამბავს ისინი მით მეტ ფაქტს ივიწყებენ და მით მეტად ავსებენ ამბავს ახალი, “მიმაგრებული” ინფორმაციით.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ნ.ტაბატაძე555
ნ.ტაბატაძე555
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0