x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მეოცე საუკუნის ხუთი დიდი დიქტატორი
მაო ძე დუნი, ჰიტლერი, პოლ პოტი, სტალინი, კადაფი, პინოჩეტი... ყველა ეპოქას თავისი გამორჩეული დიქტატორი ჰყავდა. მრავალი ქვეყანა დღესაც დიქტატორის მახვილის ქვეშაა, მძვინვარებს სიღატაკე და კორუფცია, ისჯება თავისუფლების და პროტესტის ყოველგვარი გამოვლინება, შეზღუდულია მედია და მოქალაქეებს აქვთ მინიმლური წვდომა ინფორმაციაზე, რაც დიქტატურებს სიცოცხლეს წლობით უხანგრძლივებს.

როდესაც მეოცე საუკუნის ტოტალიტარულ სისტემებსა და დაუნდობელ რეჟიმებზე ვსაბრობთ, ეს ხუთი სახე თავისთავად გადმოდის წინა პლანზე.

მაო ძე დუნი

“როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე მაიმუნი ხდება“


image

მაო ჩინეთს 1945-1976 წლების განმავლობაში მართავდა. მის სახელთან ასოცირდება “ კულტურული რევოლუცა “და ეკონომიკური პროგრამა “ უდიდესი ნახტომი წინ“. დღემდე საკამათოა მისი რეფორმები. ბევრი თვლის, რომ მან ქვეყანა ჩამოარჩინა, როგორც ეკონომიკური და კულტურული, ისე სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით. ამას გარდა, რეფორებმა შეიწირა ასეულობით ადამიანი. მარქსის იდეებით შთაგონებული მაოს ბრძოლა მოტივირებული იყო იმპერიალიზმის და ფეოდალიზმის დამხობის სურვილით ჩინეთში. ის დაუნდობელი იყო ლიბერალური იდეოლოგიის მიმართ, განსკუთრებით ლიბერალური ბუჟუაზიისადმი, რომლისგანაც წარმატებით შექმნა სოციალიზმის მტრის ხატი და დაიწყო მათგან ქვეყნის გაწმენდა . ამ რეპრესიებს უამრავი ადამიანი შეეწირა. ის გარდაიცვალა 1976 წელს გულის შეტევით.

ჰიტლერი

“რისი მაქნისია ლიბერალიზმი, თუ ის სახელმწიფოს და სარწმუნოებას ვნებს, რისი მაქნისია დემოკრატია, თუ ჩემს ქვეყანაში სხვა ერები ჩემს ხმას გადააჭარბებენ“.

image

გერმანიას მართავდა 1933-1945 წლების განმავლობაში. 1933 წლის არჩენებში გამარჯვების შემდეგ მან ვაიმარის რესპუბლიკა გარდაქმნა ნაცისტურ გერმანიად. შექმნა ნაცისურ-სოციალისურ იდეებზე დაფუძნებული ერთპატიული, ტოტალიტარული სისტემა. მთელი მსოფლმხედვლობა ჰიტლერს ჩამოყალიბებული აქვს წიგნში “ ჩემი ბრძოლა“. ის განსაკურებით ბევრს საუბრობდა ე.წ ებრაულ შეთქმულებაზე, ეწეოდა აქტიურ ანტიკომუნისტურ და ანტიკაპიტალისტურ პროპაგადას. 1939 წელს შეიჭრა პოლონეთში, ხოლო 1941 წელს საბჭოთა კავშირს დაესხა თავს. ომი პირველი ორი წელი გერმანელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა იაპონიის მიერ პერლ ჰარბორზე განხორციელებული დაბომბვის შემდეგ ომში ამერიკაც ჩაერთო. ბედის სასწორი თანდათან მოკავშირეების მხარეზე იხრებოდა და 1945 წლის სექტმბერში ფაშისტების კრახით დასრულდა. ფიურერს ამ დროისთვის სიცოცხლე უკვე თვიმკვლელობით ჰქონდა დასრულბული მეუღლე ევა ბრაუნთან ერთად. მისმა ნაცისტურმა პოლიტიკამ შეიწირა 5 მილონზე მეტი ებრაელი, ხოლო 19 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში.


სტალინი

“მე მხოლოდ ერთი რამის მჯერა, ესაა ადამიანის ნებისყოფის ძალა“.

image

საბჭოთა კავშირს სათავეში ედგა 1922-1953 წლის ჩათვლით. ცენტარალური კომიტეტის გენერალურ მდივნად არჩევამდე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომისარიატს. ეკონომიკური რეფორმების ქვაკუთხდს სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია წარმოადგნდა. ერთ-ერთ რთულ ამოცანას სოფლის მეურნების სოციალისურ მოდელზე მორგება წარმოადგენდა, თუმცა ეს გამწვევა მან მიიღო და, ასე თუ ისე, დაძლია კიდეც. სტალინი ფაშისტური გერმანიისგან მომავალ საფრთხეებს გრძნობდა და გარკვულ ზომებს იღებდა, თუმცა ომის აცილება აბსოლუტურად შეუძლებელი იყო.

დიდი რეპრესიები (1935-1938წწ) სტალინის მმართველობის ყველაზე სისხლიანი პერიოდია. ამ პერიოდში განადგურდა უამრავი ადამიანი, რომელთაც ბრალად “ხალხის მტრობა“ ანუ უცხო ქვეყნის ჯაშუშობა ედებოდათ. რეალურად ეს იყო ბრძოლა პოლიტიკური მოწონააღმდეგეების წინააღმდეგ, სახელდობრ, ე.წ ტრცკისტების და ბუხარინელი მემარჯვენების განადგურების მიზნით. “დიდი წმენდის“ პერიოდს შეეწირა უამრავი ხელოვანი და ინტელექტუალი, მათ შორის, საქართველოდანაც: ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, რომელმაც თვითმკვლელობა არჩია, გადარჩენილები, ასე ვთქვათ, დააშინეს და დაიმორჩილეს. ტერორს ათასობით უბრალო ადამიანიც შეეწირა, რომლებსაც, ფაქტობრივად, სასამართლოს გარეშე გამოუტანს განაჩენი. ამ პერიოდში დასმენა სრულიად საკმარისი იყო ადამანის დამნაშავედ საცნობად და დასახვრეტად. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა, ნამდვილი მიზეზი უცნობია.


პოლ პოტი

“ჩინელებს მაინც არ ეყოთ ძალა იმისა, რომ გაენადგურებინათ მთავარი ბოროტება-ქალაქები“

image

პოლ პოტის ხანმოკლე მმართველობა ცნობილია უზარმაზაი ადამაინური მსხვერპლით. მან ოთხ წელწადში შეძლო მილიონობით კამბოჯელის სიცოცხლის განადგუერება. ის ცდილობდა უტოპიური კომუნიზმის დანერგვას. სასტიკი ომი გამოუცხადა მდიდრებს და სძულდა ქალაქი და ქალაქელები. მისი პირსისხლიანი რეჟიმი დასრულდა 1979 წელს ქვეყანაში ვიეტნამის შეჭრით.


პინოჩეტი

“მე დიქატორი კი არ ვარ, ასეთი სახე მაქვს“


image

პინოჩეტი ჩილეს ერთპიროვნულად მართავდა 1974-1990 წლების განმავლობაში. დაუნდობლად ხოცავდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, მან 2000 -ზე მეტი ოპოზიციონრის სიცოცხლე შეიწირა. პინოჩეტიმ გაატარა საკმაოდ წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, ხელს უწყობდა ბიზნესის განვითარებას და მეურნეობის აღორძინებას. მის პერიოდში ჩილეს ეკონომიკა აშკარად დაწინაურდა, მაგრამ 1989 წლის პლებისციტმა გამოავლინა, რომ მოსახლეობას აღარ სურდა მისი დიქტატურა . მართალია, ამ პლებისციტის შემდეგ პოსტი დატოვა, თუმცა სანაცვლოდ სამუდამოდ სენატორის წოდება მიიღო. მიუხედავად ამისა, მასიური მკვლელობების ბრალდებით პინოჩეტი მაინც დააპატიმრეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კი მოგვიანებით გაათავისუფლეს . გარდაიცვალა 2006 წლის დეკემბერში.


ზემოხსენებულთ სისასტიკით არ ჩამოუვადებოდნენ მუგაბე, კადაფი, ტიტო, სდამ ჰუსეინი და სხვები.

0
279
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0