x
მეტი
  • 19.07.2018
  • სტატია:78751
  • ვიდეო:331478
  • სურათი:435437
დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრი დაინიშნა

image

დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრის თანამდებობა გაჩნდა. სამინისტროს პარლამენტის სპორტისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ტრეისი კრაუჩი უხელმძღვანელებს.


ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მარტოობა თანამედროვე ცხოვრების სევდიან რეალობას წარმოადგენს.


ტერეზა მეის თქმით ეს პოსტი მარტოობასთან ბრძოლის კომისიის რეკომენდაციით შეიქმნა და მათი მიზანია დაეხმარონ იმ ხანდაზმულ ადამიანებს ვინც ახლობლები დაკარგა.


''წითელი ჯვრის'' მონაცემებით ქვეყანაში 9 მილიონი ადამიანი იტანჯება მარტოობით. ''წითელ ჯვარში'' ამ მდგომარეობას ''ფარულ ეპიდემიას'' უწოდებენ.

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0