x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ყურძნის დიეტა - თქვენ შეგიძლიათ სამი დღის განმავლობაში 2 კილოზე მეტი დაიკლოთ - ყურძნის სასარგებლო თვისებები

დიეტა

მედიცინაში არსებობს ყურძნით მკურნალობის პრაქტიკა და მას ამპელოთერაპია ეწოდება. ყურძენი მდიდარია გლუკოზით, რომელიც თითქმის სისხლის ფორმულას აუმჯობსებს.

ტკბილი და ძალიან სასარგებლო

ყურძენი

ამპელოთერაპია ამარცხებს გულის უკმარისობას, სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს (ბრონქიტს, პნევმონიას, ასთმას) და ორგანიზმში სისხლის ნაკლებობას. ყურძენი შეიცვას ორგანულ მჟავებს, რკინას, ალუმინს, B, C, A ვიტამინებს, ფერმენტებსა და ფიტონციდებს.

იგი ასევე მდიდარია ბიოტინებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. შავ ყურძენს კი სადეზინფექციო ფუნქციაც აქვს- ანგინისა და ყელის ტკივილის დროს იგი ტკივილს დაგიამებთ.

ყურძნის სამკურნალო თვისებებს შორის აღსანიშნავია ის, რომ იგი არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს მადას და აწესრიგებს ძილს.

ატონიზირებს და ამაგრებს

გაციება

გაციების შემთხვევაში ამცირებს სისველეს და ხველას. იგი იმუნურ სისტემას ამყარებს და ინფექციებს განდევნის ორგანიზმიდან. ამასთან, აჯანსაღებს ორგანიზმს და მატონიზირებელი ეფექტიც აქვს.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ყურძნით მკურნალობას გადაწყვეტთ?

ყურძენი დღეში 2-3-ჯერ უნდა მიიღოთ, ჭამამდე 30 - 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსს მცირე დოზებით (300გრ) იწყებენ და ნელ-ნელა დოზას ზრდიან. საბოლოოდ კი დღე-ღამეში 3 კგ კენკრას მიირთმევენ.

ამპელოთერაპიას შესაძლოა უკუჩვენებაც ჰქონდეს. მათ შორის - თუ გაქვთ ჭარბ ჭონასთან დაკავშირებული პრობლემები, ჰიპერტონია, დიაბეტი, კუჭის წყლული.

განაგრძე კითხვა

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0