x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფარშირებული ბატკნის რულეტი გორდონ რამზის რეცეპტით წითელ მშრალ ღვინოსთან ერთად

რულეტი 11

ვფიქრობთ, უგემრიელესი ფარშირებული ბატკნის რულეტი გორდონ რამზის რეცეპტით ყველა გემოვნების ადამიანს და მათ შორის პრეტენზიულ გურმანებსაც მოეწონებათ. ამ კერძის მოსამზადებლად თქვენ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ, განსაკუთრებული ყურადღება კი ყველ "ფეტაზე" გაამახვილეთ, რადგან ის ამ კერძს უჩვეულო გემოს მატებს. ჩვენი აზრით, ამ კერძს წითელი მშრალი ღვინო კარგად შეეხამება. შესაბამისად, ჩვენი ინტერტენ მაღაზიიდან allwine.ge-დან კერძთან შესახამებლად რამდენიმე ღვინის კომპანიისა და მცირე მარნის წარმოებულ "საფერავს" შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები:

  • ბატკნის ხორცი - 1.7 კგ
  • ხახვი - 1 დიდი თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ისპანახის ფოთლები - 150 გ
  • ყველი ფეტა - 2/3 ჭიქა
  • კედარის კაკალი ან ნიგოზი - 2-3 ს.კ
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები:

ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, მოშუშტეთ ტაფაზე ზეთში. დაამატეთ მარილი და პილპილი, შემდეგ დაამატეთ კედარის კაკალი ან დაჭრილი ნიგოზი. როცა ხახვი, ნიორი და ნიგოზი სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, დაამატეთ ისპანახის ფოთლები, 2-3 წუთში კი ფეტა.

შიგთავსი

გულსართი ჩაუდეთ ხორცს და რულეტივით შეახვიეთ. დაამაგრეთ ძაფით. შეწვით რულეტი ტაფაზე ყველა მხრიდან, რომ სასიამოვნო ოქროსფერი კანი გაიკეთოს.

რულეტი 2

შემდეგ გადაიტანეთ ღუმელში 190 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი.

განაგრძეთ კითხვა

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0